რატომ ვერ იტანენ რუს ტურისტებს უცხოეთში
ეს საინტერესოა - 16:32, 21 Jul, 2019     8980

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსი ტურისტები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არიან მოდებული. თუმცა, პარალელურად, ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც რუსებს არცთუისე გულღიად ხვდებიან და მეტიც, მათ ვერ იტანენ. ამ უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზები სხვადასხვაა, დაწყებული პოლიტიკურიდან და თავად რუსი ტურისტების უკულტურო ქცევით დამთავრებული. წარმოგიდგენთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, რომელიც თავად რუსულ მედიაშია მოყვანილი.

ბალტიისპირეთი

რადგან ბალტიის ქვეყნებში რუსი ტურისტებისადმი დამოკიდებულება ერთგვაროვანია, სამივე ქვეყნის მაგალითი ერთდროულად შეიძლება განვიხილოთ.

ბალტიისპირეთში რუსების ვერ ატანა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ბალტიელებისთვის რუსეთი სსრკ-ს მიერ მათი ქვეყნების დაპყრობის გამო დღემდე ოკუპანტად რჩება. ეს დამოკიდებულება თანაბრად არის გამჯდარი როგორც იმ თაობაში, რომელიც ამ ოკუპაციის მომსწრეა, ასევე ახალგაზდებში, რომლებიც დღევანდელ რუსეთში მომავალ საფრთხესაც ხედავენ.

ხშირად, ადგილობრივი მოსახლეობა პირდაპირ ქუჩაში გამოხატავს რუსი ტურისტებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას. არსებობს ფარული მეთოდებიც - კაფეებში და რესტორნებში რუსებს სულ ბოლოს ემსახურებიან, ხდება ჩხუბებიც.

უკრაინა

ასევე პოლიტიკურ-ისტორიულ ხასიათს ატარებს რუსებისადმი დამოკიდებულება უკრაინაში, რაშიც განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინა გამოირჩევა. განსაკუთრებით გამძაფრდა ეს დამოკიდებულება ყირიმისა და დონბასის მოვლენების შემდეგ.

დასავლეთ უკრაინაში ტურისტების რუსულად საუბარსაც უარყოფითად ხვდებიან. ბევრი დასახლებული პუნქტის გარეუბნებშ რუსები გვიან საღამოს გარეთ ვერ გამოდიან. ამით განსაკუთრებით საშუალო ასაკის მომსახურე პერსონალი გამოირჩევა. გამყიდველები ხშირად "ვერ იგებენ" თუ რას ითხოვს მათგან რუსულად მოსაუბრე ტურისტი და მას უკრაინულად პასუხობს. მაგალითად, სანამ კლიენტი უკრაინულად არ მოითხოვს "чорна кава"-ს, მას "чёрный кофе"-ს არ მიართმევენ.

ლვოვში არსებობს ანტირუსული კაფე, სადაც რუსებს შესვლას ოფიციალურად არ ურჩევენ. "Криивка"-ში შესვლისას სტუმარმა ხმამაღლა უნდა წარმოსთქვას "Слава Украине" და დაიფიცოს რომ ის მოსკალი (რუსების დამამცირებელი მეტსახელი უკრაინაში) არ არის. კაფეს ინტერიერი მთლიანად ანტისაბჭოთა თემატიკითაა გაფორმებული, ხოლო მენიუში არის ისეთი კერძები, როგორიცაა, მაგალითად "შემწვარი მოსკალები".

საფრანგეთი, კრუშეველი

რუსებმა საფრანგეთის ამ პრესტიჟულ სამთო-სათხილამურო კურორტის მიმართ ინტერესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიჩინეს. თანაც აქ ძირითადად "ახალი რუსები" - ოლიგარქები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები ისვენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ასე ვთქვათ, საზოგადოების მაღალ კლასს წარმოადგენენ და ფულიც საკმარისზე მეტი აქვთ, ადგილობრივები რუსებს ვერ იტანენ. მეტიც, ე.წ. "რუსული სეზონის" დაწყების დროს რუსებთან მეზობლად ცხოვრება არც ადგილობრივებს და არც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს არ სურთ.

ხშირად ფრანგები და ინგლისელები ცდილობენ გადადონ კრუშეველში გამგზავრება, თუ მათ შვებულება მარტის დასაწყისს ან მართლმადიდებელთა აღდგომას ემთხვევა.

ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი რუსების უკულტურო, საზიზღარი საქციელია, რაშიც მათ ხელს საკუთარი "სტატუსი" სულაც არ უშლით ხელს. საყოველთაო შეფასებით ისინი ეპატაჟურად, თავხედურად და უზრდელურად იქცევიან.

"რუსებს ეტყობა ჰგონიათ, რომ კრუშეველი მათ საპატივცემულოდ და გასართობად აშენდა," - აცხადებენ ადგილოვრივები.

თურქეთი

რუსების დაბალი კულტურა უდევს საფუძვლად ასევე თურქების სიძულვილი მათ მიმართ. საშუალო და მაღალი კლასის "რუსო-ტურისტოს" მიმართ პრეტენზიების სია გრძელი და სტანდარტულია - ალკოჰოლი, ჩხუბები, უკულტურო და აგდებული საქციელი, თავხედობა და სტანდარტული ეტიკეტის არცოდნა.

ასას ემატება რუსი გოგონების ქცევაც, მათი სექს-ტურიზმი, თურქი მამაკაცების "დაკერვის" და მატგან ფულის გამოძალვის (ხშირად ქურდობის) მცდელობები.

თურქები განსაკუთრებთ ვერ იტანენ მათ "ღორობას" საჭმლის მიმართ - ე.წ. "შვედურ მაგიდაზე" რუსები ჭამენ და სვამენ იმდენს, სანამ "ჩაეტევათ".

ადგილობრივი სასტუმროების მეპატრონეები კიდევ რამდენიმე მაგალითს ასახელებენ - რუსი ტურისტები, რომელთაც საგზურში უფასო ალკოჰოლი შედის, უგონობამდე თვრებიან, სიგარეტს სასტუმროს იატაკზე აქრობენ, სიგარეტის ნამწვს და სხვა ნაგავს სანაპიროს ქვიშაზე ტოვებენ. მათ მიერ სასტუმროში მოხმარებული პირსახოცები და თეთრეული არ ირეცხება და გადასაყრელი ხდება, უნიტაზები იჭედება.

ამასთან, რუსები ცდილობენ კაფეებსა და რესტორნებში მხოლოდ საკუთარ ენაზე ისაუბრონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიმტანს რუსული არ ესმის, ისინი არაადეკვატურ აგრესიას გამოხატავენ.

ინდოეთი, გოა

ინდოელები აცხადებენ, რომ ისეთი პრობლემები, რომლებიც მათ რუსი ტურისტებისგან ექმნებათ არცერთ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან არ აქვთ და არ ჰქონიათ, თვით 1970-იანების ჰიპებთანაც კი. ადგილობრივ სასტუმროების მფლობელებს აღარ სურთ რუსები კვლავ იხილონ მათ ობიექტებში. რუსების ვიზიტის შემდეგ სხვა ქვეყნის ტურისტებსაც აღარ სურთ იმავე სასტუმროშ ცხოვრება.

რუსების ქცევები კურორტ გოაზე იგივეა, როგორც ზემოთ მოყვანილ ქვეყნებში. ამას ემატება ქურდობა, აკრძალული ნივთებით ვაჭრობა, სხვა სახის კრიმინალი. მართალია, რუსების მომრავლებამ თავიდან ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესა, მაგრამ შემდეგში მათმა ქცევამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

--------

როგორც ხედავთ, უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკური მოტივების გარდა, რუსი ტურისტებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება მეტწილად მათი ქცევებითაა განპირობებული და ხშირად ადგილობრივებს ურჩევნიათ, რომ ისინი საერთოდ არ ჩამოდიოდნენ მათთან, ვიდრე მათი თავხედური ქცევა აიტანონ.

წყარო: РОССИЯ. LIVE





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42