არსებობს წესები, ყველა ოჯახში რომ უნდა დაიცვან. ამით უბედურებას, უიღბლობასა და უფულობას თავიდან აიცილებენ. მაგალითად, საღამოს მაგიდაზე თავღია ჭურჭლის დატოვებამ, ღამით საცხოვრებელში ბოროტების გავრცელება იცის; გაბზარული ან გატეხილი ჭურჭლის შენახვას უბედურება მოაქვს; ღამით მაგიდაზე დანის ან რაიმე მჭრელი საგნის დატოვებას, უსიამოვნებები მოსდევს ოჯახის წევრებს შორის; სხვისი ნივთის ან ტანსაცმლის ტარებამ, ბედის შეცვლა იცის; ნუ დაგვით იატაკს მაშინ, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გზაშია; ნუ გექნებათ სახლში ორი ცოცხი, ის ბედზე ცუდად აისახება და არ არის გამორიცხული საყვარელი ადამიანისგან ღალატი გაიგოთ, მოკლედ, ასეთი უამრავი რჩევა შემიძლია, მოგცეთ. სულ ახლახან დადგა ახალი წელი და უმჯობესია, გაითვალისწინოთ ჩემი რჩევები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თქვენს კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
საქართველოში მიაჩნდათ, რომ ავ და ბოროტ სულებს ხმაურით ადვილად დააფრთხობდნენ. კერძოდ, ხმაურის საშუალებით ადვილად აძევებდნენ ბოროტ ძალას და მის ავ საქმეებს უშლიდნენ ხელს. ასევე, ბოროტებას ადვილად აფრთხობს ხელების ტკაცუნი და ძაღლის ყეფა.
მასალის გამოყენების პირობები






