სოციოლოგების მონაცემებით ინტერნეტმომხმარებელთა 2/3 ერთხელ მაინც ჰქონია კონტაქტი ყალბი სოციალური აქაუნთის მქონე პიროვნებასთან, რომელსაც ერთი ან რამდენიმე არასწორი და რეალობასთან შორს მდომი ინფორმაცია უწერია თავის მონაცემებში.
ბიუროს ცნობით, ყალბი პროფილებით ძირითადად ზარალდებიან რომანტიკული და სასიყვარულო ურთიერთობების მსურველი ინტერნეტმომხმარებლები, რომლებიც არამარტო ძლიერ სულიერ ტკივილს განიცდიან, არამედ მატერიალურადაც ზარალდებიან.
როგორ დავიცვათ თავი "რომანტიკული აფერისტისგან"?
დაუსვით ინტერნეტში გაცნობილ ადამიანს ბევრი კითხვა, მათ შორის პირად საკითხებზე. ბოლომდე არ ენდოთ მის მონაცემებს, რომელიც პროფილში აქვს განთავსებული.
გამოიყენეთ ინტერნეტი, რათა მის შესახებ სხვა პორტალსა თუ საიტზე დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ.
შეადარეთ მისი სხვადასხვა აქაუნთი ერთმანეთს, ნახეთ ყავს თუ არა ბევრი მეგობარი, რას აქვეყნებს თავის გვერდზე, და რას აქვეყნებენ სხვები.
აუცილებლად მოუყევით მასზე მეგობრებსა და ახლობლებს, გაარკვიეთ მისი პიროვნების რეალურობა.
სანამ კარგად არ გაიცნობთ, ნუ მისცემთ მას ტელეფონს, ელექტრონულ მისამართს, სანამ კარგად არ გაიცნობთ ამ ადამიანს.
შეხვედრამდე დიდი ხნის განმავლობაში ეკონტაქტეთ მხოლოდ ინტერმეტით, ამ სახით მასზე უფრო მეტს შეიტყობთ, ან შეიძლება ის ტყუილშიც გამოიჭიროთ.
არ გადაურიცხოთ ფული და არ აღმოუჩინოთ მას სხვა სახის მატერიალური დახმარება. ამგვარი "თხოვნა" პირველი სიგნალი უნდა იყოს თქვენთვის, რომ იგი თაღლითობს.
მასალის გამოყენების პირობები






