24 ივლისს ღია კარის დღესთან დაკავშირებით ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში უფასო კონსულტაციები ჩატარდება. 50%-იანი ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი მიზნობრივი კვლევაც. უფასო კონსულტაციები კლინიკის სპეციალისტების მიერ ნეიროქირურგიის, ანგიოქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ტრავმა-ორთოპედიისა და ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით ჩატარდება. აქციით სარგებლობის საშუალება ექნებათ როგორც ჰოსპიტალში მისულ, ასევე პოლიკლინიკებიდან რეფერირებულ პაციენტებს.
თუ პაციენტებს აწუხებთ სახსრების ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, დისკომფორტი მუცელში ან კენჭი სანაღვლე გზებში, ასევე, თუ სავარაუდოდ ან დადასტურებულად აქვთ ჰაიმორიტი, კისტა ან სხვა სახის წარმონაქმნი ყბა-სახის არეში, ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი მათ აძლევათ შესაძლებლობას, ჩაეწერონ უფასო კონსულტაციაზე და მიიღონ 50%-იანი ფასდაკლება საჭირო კვლევაზე.
ჩასაწერად დარეკეთ: 597008102; მიღების საათები: 11:00-16:00
მასალის გამოყენების პირობები