დღეს, 12:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულ სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორს თენგიზ გუნავას შეატყობინეს, რომ პროცესი 22 ოქტომბრამდე გადაიდო. სააპელაციო სასამართლოში თენგიზ გუნავას პროცესი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება პროკურატურამ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
საქმე ეხება ეპიზოდს, რომელშიც თენგიზ გუნავას 2012 წლის გაზაფხულზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით საკუთარი მძღოლის დაჭრა ედებოდა ბრალად.
თბილისში თენგიზ გუნავას პროცესზე დაბარება დაემთხვა დღეს, როცა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდა.
შეხვედრა უკვე დასრულდა. ის დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ამომრჩევლების წინაშე სიტყვით მხოლოდ გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი წარსდგნენ. ეს უკანასკნელი შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილთან ერთად მივიდა და პრეზიდენტობის კანდიდატი შეკრებილებს წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები






