"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები გაიმართება, ამის შესახებ მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"17-18 ოქტომბერს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატებს მართავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვლიფიციური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობით გაიმართება.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის, მე-8 პუნქტის შესაბამისად (მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.) აღიაროს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად პოლიტიკური პარტია, რომელიც წარადგენს ამავე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციას", - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, დაინტერესებულ საარჩევნო სუბიექტებს შეუძლიათ წარმოადგინონ საბუთები არაუგვიანეს 2013 წლის 12 ოქტომბრისა.
მასალის გამოყენების პირობები






