ზაფხულის დადგომასთან ერთად ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა განსაკუთრებით გააქტიურდა. გთავაზობთ, მარტივ და საკმაოდ ეფექტურ დიეტას, რომელიც საგაზაფხულოდ ფორმაში ჩასადგომად დაგეხმარებათ.
თუკი თქვენს ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება არ უჭირს, ამ დიეტის წყალობით ერთ დღეში ერთი კილოგრამის დაკლებასაც შეძლებთ.
მიირთვით მინერალური წყალი და მწვანე ჩაი. რძის პროდუქტების შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება ცხიმიანობას, რადგან ის არ უნდა აღემატებოდეს 3 პროცენტს.
საუზმე
125 გრამი ხაჭო, ერთი კოვზი თაფლი, ჩაი ან ყავა უშაქროდ, ხილი ან მწვანე ბოსტნეული, მაგალითად, ბულგარული წიწაკა ან კიტრი.
სადილი
ერთი ჭიქა უცხიმო წვნიანი, ცოტა კანგაცლილი, მოხარშული ქათმის ფილე ან საქონლის ხორცი, გარნირად 3 სადილის კოვზი მწვანე ბარდა.
სამხარი
125 გრამი ხაჭო, ბოსტნეულის სალათა, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთით.
ვახშამი
ხილი, 1 დიეტური იოგურტი.
ნებისმიერი საჭმლის მიღების წინ, საჭიროა 200 მილილიტრი გაზგაშვებული მინერალური წყლის დალევა.
მასალის გამოყენების პირობები






