თაფლი ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ბუნებრივი პროდუქტია თავისი. მის შემადგენლობაში В (ტიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი), Е, К, С ვიტამინები, პროვიტამინი А - კაროტინი, პანტოტენის, ნიკოტინის, ფოლიუმის და ასკორბინის მჟავებია. თაფლში 13-20% წყალია, 80%-ზე მეტი ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა), 0,4% ცილა. იგი შეიცავს დიასტაზას(ამილაზა), კატალაზას და ფოსფატაზას ფერმენტებს. ამასთანავე თაფლი გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს ორგანიზმიდან.
მისი მიღებისას ორგანიზმი უფრო კარგად უმკლავდება სხვადასხვა ინფექციებს, იზრდება ორგანიზმის ტონუსი, შრომისუნარიანობა და ამტანობა. ის 25%–ით ტკბილია შაქარზე, ორგანიზმისთვის ადვილად შეთვისებადი და ნახშირწყლების მარაგის აღსადგენად ყველაზე მისაღბი პროდუქტია. შეიძლება ითქვას, რომ თაფლი ორგანიზმისთვის უნივერსალური დამცავი საშუალებაა.
თაფლს მრავალმხრივი სამკურნალო თვისება გააჩნია – იგი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგებას, ფილტვების და სასუნთქი გზების ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ჰემოგლობინს და ორგანიზმის იმუნურობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლო ეს ნივთიერებების საწყობი არა მარტო ჯანმრთელობის ხელშესაწყობად, არამედ სილამაზისთვისაც ფართოდ გამოიყენება. ეს ძვირფასი პროდუქტი სახის კანისთვის, ცელულიტების საწინააღმდეგოდ და დამამშვიდებელი აბაზანებისთვის საუკეთესოა.
გარდა ამისა, თაფლი თქვენი სხეულის ფორმებს დიეტის გარეშე შეამცირებს. დიეტოლოგი გვარწმუნებე, რომ საკმარისია ქალბატონებმა ძილის წინ ერთი კოვზი თაფლი მიირთვან, მათი სხეული დიეტის გარეშე დაიწყებს ცხიმებისგან გათავისუფლლებას.
მასალის გამოყენების პირობები