BENTLEY ახალი ხედვა GRAN TURISMO კლასის მომავალზე წარმოდგენილია განსაკუთრებული მოდელით - BENTLEY EXP 100 GT
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:15, 16 Jul, 2019     2421

• BENTLEY EXP 100 GT , მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მდიდრული საავტომობილო ბრენდის 100 წლის იუბილის დღეს, განსაზღვრავს მდიდრული მოგზაურობის მომავალს.

• ახალი კონცეპტუალური ავტომობილი - ბენტლის მომავლის განსახიერება - განსაზღვრავს „ლუქს“ სეგმენტში გადაადგილების მდგრადობას, რომლის საფუძველშიც დევს დამოუკიდებელი გადაადგილება და ელექტრო მართვა.

• „ჭკვიანი“ ავტომობილი, რომლის ხელოვნური ინტელექტი იმახსოვრებს მოგზაურობის ყველაზე მკაფიო მომენტებს და საშუალებას გაძლევთ თავიდან გამოსცადოთ იგი.

• სრულიად ავტონომიური მართვა, რომელიც სურვილისამებრ შეგიძლიათ გამორთოთ და დატკბეთ აღმაფრთოვანებელი მართვით.

• ხელით მუშაობის მომავალი, მასალების ჰარმონიული შეთანხმებით და საგულდაგულოდ შერჩეული ტექნოლოგიებით. ასევე ახალი დახვეწილი მასალა - სინათლე.

• მომავლის მდიდრული მოპირკეთება - 5000 წლის მუხა Cooper Infused Riverwood; კუზაოს ლაკირებული დაფარვა Compass, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული ბრინჯის გარსისგან; 100%ით ორგანული ტყავის ტექსტილი - დამზადებული მეღვინეობის ნარჩენებისგან; ინტერფეისი Cumbrian Crystal; ბრიტანულ ფერმებში გაზრდილი ცხვრის ბეწვისგან დამზადებული ფარდაგები, და ბამბის მასალით ინტერიერი - რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ეკოლოგიური ფუფუნების მომავალს.

• ბორტ. სისტემა Bentley Personal Assistant რომელიც ზრუნავს მძღოლის და მგზავრების კომფორტზე და შეგრძნებებზე.

• რეგულირებადი ბიომეტრიული სავარძლები სამი სახის კონფიგურაციით

• დინამიურიბის, ტექნოლოგიების და ოსტატური შესრულების განსაცვიფრებელი თანხვედრა

• ვიდეო ხელმისაწვდომია ბმულზე : https://www.youtube.com/watch?v=k6XY-w0v1Lk&feature=youtu.be

შეგახსენებთ: ბრენდის სათაო ოფისში ინგლისში, ქალაქ ქრუში, კომპანია ბენტლი აღნიშნავს 100 წლის იუბილეს, მდიდრულ მოგზაურობაში თავისი ხედვის წარმოდგენით. Bentley EXP 100 GT - ბენტლის მომავლის განსახიერებაა და წარმოადგენს გრან ტურიზმოს კლასის განვითარების ხედვას.

კონცეპტ-ავტომობილი Bentley EXP 100 GT აფართვოებს მფლობელის შესაძლებლობებს, აძლებს მას საშუალებას აირჩიოს ავტონომიური ან აქტიური მართვა.

Bentley EXP 100 GT არის ბენტლის დნმ, რომლის შექმნის შთაგონება გახდა ბრენდის მომხმარებლების მოთხოვნების და სურვილების ღრმა გათვითცნობიერება.

Bentley EXP 100 GT - შექმნილი სრულიად ელექტრონულ ბაზაზე, დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, აწესებს ახალ სტანდარტებს გრან ტურიზმოს კლასში, რომელიც ორინეტირებულია 2035 წელზე. ეს არის ფუფუნების სამყარო, სადაც მგზავრასაც და მძღოლსაც თანაბრად შეუძლია ისიამოვნოს განუმეორებელი მოგზაურობით. მისი გასაოცარი დიზაინი და შთამაგონებელი პროპორციები - არის ბენტლის ისტორიული გრან ტურიზმოს კლასის მოდელების ხსოვნა, რომლებიც თავის მხრივ გახდნენ მომავალი მდიდრული თაობების ეტალონი. შედეგად მივიღეთ, მომავლის ახალი ხედვა, რომელიც შეესაბამება ბენტლის - ყველაზე პოპულარული მდიდრული ბრენდის მდგომარეობას.

სალონის დიდი სივრცე ფოკუსირებულია მძღოლისთვის და მგზავრისთვის მდიდრული შეგრძნებების გადაცემაზე და მათთვის ჰარმონიული და კომფორტული გარემოს შექმნაზე. Bentley Personal Assistant ხელოვნური ინტელექტის სისტემა, გარანტიას იძლევა მგზავრობისგან განუმეორებელი სიამოვნების მიღებაზე.

https://www.youtube.com/watch?v=ZntMlRyLobo






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42