შპს „ოჯთ“-ი შემოსავლების სამსახურს პასუხობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:19, 16 Jul, 2019     2616

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის ფაბრიკა „ოჯთ“ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ

„ა.წ. 14 ივლისს შემოსავლების სამსახური მსწრაფლ გამოეხმაურა წინა დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს „სიგარეტის ბიზნესში ახალი მაშტაბური კორუფციულის სქემის შესახებ“ და ამ სქემაში პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ცდილობს მოახდინოს გადაცემის კვალიფიციური მომზადებისათვის გამოყენებული ოფიციალური მონაცემების სრული იგნორირება.

მივყვეთ შემოსავლების სამსახურის თავისმართლებისთვის მოყვანილ გარემოებებს:

1. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ:

„გამორიცხულია რომელიმე კომპანიამ გაიტანოს იმაზე მეტი აქციზური მარკა, ვიდრე ამ მარკის დაკვრის ქვემდებარე სიგარეტის მოთხოვნაა ბაზარზე“.

2018 წლის გაყიდვების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით აშკარაა, რომ „თბილისის თამბაქოს“ პროდუქციაზე საბაზრო მოთხოვნა 2018 წლის განმავლობაში შეადგენდა 41,7 მილიონ კოლოფს. ხოლო შემოსავლების სამსახურმა კი ამ კომპანიაზე 2018 წელს გასცა 92 მილიონი ცალი აქციზური მარკა, რაც „უმარტივესი არითმეტიკული კალკულაციით“ საბაზრო მოთხოვნაზე 50,3 მილიონი კოლოფით მეტია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემოსავლების სამსახურმა „თბილისის თამბაქოზე“ გასცა საბაზრო მოთხოვნის 220%, ანუ 2,2-ჯერ მეტი აქციზური მარკა.

2. შემოსავლების სამსახური გვაცნობებს, რომ:

„აქციზის გადასახადის გადახდა ხდება არა აქციზური მარკის გაცემისას, არამედ მაშინ, როდესაც კომპანია აწარმოებს სიგარეტს და გაიტანს ბაზარზე გასაყიდად“.

ეს ცხადია თამბაქოს ინდუსტრიაში მომუშავე ყველა კომპანიისათვის ისედაც ცნობილია. სწორედ ამიტომაც „თბილისის თამბაქომ“ მისთვის წლის ბოლოს კანონდარღვევით ზედმეტად გაცემული 50,3 მილიონი მარკით განახორციელა უსაქონლო ოპერაცია; ანუ, გაყიდა პროდუქტი, რომელიც არ იყო ნაწარმოები.

3. შემოსავლების სამსახური შპს „ოჯთ“-ის ამადლებს მისთვის დეკემბრის თვეში აქციზური მარკების გაცემას.

ცნობისათვის: 2018 წლის ივლისიდან „ოჯთ“-ზე უკანონოდ და ძალადობრივად აქციზური მარკების მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ნოემბერსა და დეკემბერში გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებითა და ფიქსირებული აქციზის, ადვალური აქციზისა და დღგ-ს წინსწრებით გადახდის შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა „ოჯთ“-ის გადასცა შესაბამისი 2,5 მილიონი აქციზური მარკა, მაშინ როდესაც „თბილისის თამბაქოს“ მიაწოდა 50,3 მილიონი აქციზური მარკა. კარგი იქნება ჩვეული ზეპირსიტყვიერი განცხადებების ნაცვლად, შემოსავლების სამსახურმა ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაიხედოს და „უმარტივესი არითმეტიკული კალკულაცია“ ისე აწარმოოს.

4. შემოსავლების სამსახური აბსურდს უწოდებს იმ კორუფციულ სქემას, რომელიც ოფიციალური დოკუმენტებით თვალსაჩინოდ არის გათამაშებული. როგორც შემოსავლების სამსახური აცხადებს:

„ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული განცხადება, თითქოს, სახელმწიფო ბიუჯეტმა არარსებული კორუფციული სქემით იზარალა 60 მლნ ლარით, რაც უბრალოდ აბსურდია, რისი დამტკიცებაც უმარტივესი არითმეტიკული კალკულაციითაა შესაძლებელი“.

იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური „თბილისის თამბაქოს“ ნამდვილად საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად მიაწვდიდა აქციზურ მარკებს, მაშინ ამ კომპანიისათვის კანონდარღვევით ზედმეტად გაცემული აქციზური მარკების გაცემა მოხდებოდა არა 2018 წლის დეკემბერში, არამედ კანონის შესაბამისად 2019 წლის 1 იანვრიდან, ანუ გაზრდილი აქციზის შესაბამისად. ძველსა და ახალ აქციზებს შორის სხვაობა ერთ კოლოფზე შეადგენს 1,1 ლარს. „უმარტივესი არითმეტიკული კალკულაციით“ ერთ კოლოფზე ფიქსირებული აქციზის გადასახადის სხვაობამ ზედმეტად გაცემულ 50,3 მილიონ მარკაზე შეადგინა 55,33 მილიონი ლარი. გაზრდილი სარეალიზაციო ფასის შესაბამისი ადვალური განაკვეთისა და დღგ-ს გათვალისწინებით, „უმარტივესი არითმეტიკული კალკულაციით“ ბიუჯეტისათვის გადასახდელი თანხა 75 მილიონ ლარს აღემატება, რასაც იანვრის თვიდან იხდის მომხმარებელი და რაც, ნაცვლად ბიუჯეტისა, მიემართება „შავი ხვრელისაკენ“.

5. როგორც ჩანს შემოსავლების სამსახურს მხედველობიდან გამორჩა, 2018 წლის დეკემბერს განხორციელებულ უსაქონლო ოპერაციასთან კავშირში „თბილისის თამბაქოს“ 2019 წლის 15 იანვარს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 18 მილიონი ლარის დავალიანება დაუფიქსირდა.

მათი ეს გულმავიწყობა გასაკვირი არაა, რადგანაც შპს „ოჯთ“-ისაგან განსხვავებით, საგადასახადო დავალიანების ამოღების მიზნით „თბილისის თამბაქოს“ მიმართ არანაირი იძულების ღონისძიება არ განუხორციელებიათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას „ოჯთ“-ის მიმართ.

სწორედ „თბილისის თამბაქოს“ უკონკურენტოდ დატოვების მიზნის გამო გააჩერეს „ოჯთ“-ის წარმოება, უმუშევრად დატოვეს 1500 ადამიანი და არაფრად ჩააგდეს მათი ოჯახების უშემოსავლოდ დარჩენა.

სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებით ახდენს საკუთარი უწყებისა და ზოგადად ხელისუფლების კიდევ მეტ კომპრომეტირებას,“ - ნათქვმია „ოჯთ“-ის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42