მარტო მცხოვრები მამაკაცი საკუთარმა ძაღლებმა ძვლებიან-ტანსაცმლიანად შეჭამეს - მისი ნაწილაკები ცხოველების ექსკრემენტებში აღმოაჩინეს
ეს საინტერესოა - 17:57, 15 Jul, 2019     22817
დნმ-ს ტესტმა დაადასტურა, რომ ტეხასის შტატის მაცხოვრებელი ფრედი მეკი მისმა ძაღლებმა შეჭამეს. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.


57 წლის ფრედი მეკი ქალაქ ვინესის შემოგარენში განმარტოებით მდგარ სახლში ცხოვრობდა, ის ადამიანებს თავს არიდებდა და 18 ძაღლთან ერთად ცხოვრებას ამჯობინებდ, რომლებიც მის ეზოში ბინადრობდნენ. 2 კვირაში ერთხელ მასთან მისი ნათესავები მიდიოდნენ, რომლებსაც ის პროდუქტების შესაძენად მაღაზიაში მიჰყავდათ, სწორედ მათ შეამჩნიეს მამაკაცის გაუჩინარება.

მაისის დასაწყისში მათ პოლიციას მიმართეს და განაცხადეს, რომ ფრედს ვერ პოულობდნენ. მათი თქმით, ისინი ფრედთან დაკავშირებას აპრილის თვეშიც ვერ ახერხებდნენ, რადგან ეზოში შესვლას აგრესიული ძაღლების გამო ვერ ახერხებდნენ. ქალაქის შერიფის თანაშემწეებმა ცხოველების ყურადღების გატანა და სახლში შესვლა შეძლეს, თუმცა სახლის მფლობელი ადგილზე არ აღმოჩნდა. შედეგი არც ტერიტორიის უპილოტო საფრენი აპარატით დათვალიერებას მოუტანია.

15მაისს აღნიშნულ ტერიტორიაზე ძვლის მცირე ფრაგმენი აღმოაჩინეს, ძვლების რამდენიმე ფრაგმენტი, თმები და ქსოვილის ნაწილაკები იქნა აღმოჩენილი ძაღლების ექსკრემენტებშიც. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ფრედს ეკუთვნოდა. როგორც ჩანს, ძაღლებმა ის ძვლებიან-ტანსაცმლიანად შეჭამეს.

„თავდაპირველად ჩვენ ამას უნდობლობით ვუყურებდით, რადგან აღარაფერი იყო დარჩენილი“- განაცხადა Washington Post-თან ოლქის შერიფმა. გამომძიებლები ვერ იხსენებდნენ სხვა მსგავს შემთხვევას, რომ შინაურ ცხოველს პატრონი მთლიანად შეეჭამათ.

ფრედის 13 ძაღლი აგრესიულობის გამო დააძინეს, იძულებულები გახდნენ მოეკლათ 2 ძაღლი. ფრედის 3 ძაღლი კი ცოცხალია და თავშესაფარში ცხოვრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42