სასექსის ჰერცოგები პრინცი ჰარი და მეგან მარკლი „მეფე ლომის“ პრემიერას დაესწრნენ. სასექსის ჰერცოგინია შვილის შეძენის შემდეგ აქტიურ ცხოვრებას უბრუნდება და უკვე რამდენიმე საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა, 14 ივლისს ფილმის პრემიერაზე მისული მეგანი კრიტიკოსების სამიზნე გახდა, მათი თქმით, მეგანს კაბის ზომა არასწორად ქონდა შერჩეული და მცირე ზომის სამოსში მჭიდროდ გამოიყურებოდა.
ფილმის პრემიერა პრინცი ჰარის მხარდაჭერით გაიმართა და საქველმოქმედო ხასიათი ქონდა, შემოსული თანხა კი ის აფრიკის ველური ბუნების გადარჩენას მოხმარდება.
მსოფლიო ყვითელი მედიის ყურადღების ცენტრში მეგან მარკლის ჩაცმულობა და მისი ვარსკვლავებთან ურთიერთობა მოექცა, რომლებიც ასევე იყვნენ პრემიერაზე მიწვეულნი, მათ შორის იყვნენ ბიონსე და ელტონ ჯონიც.
მეგანის ლუქი შემდეგი ბრენდებისგან შედგებოდა: Jason Wu-ს კაბა, Aquazzura-ს ფეხსაცმელი და Gucci-ის „კლატჩი“ და Nikos Koulis-ის საყუეები.







მასალის გამოყენების პირობები






