5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 15 ივლისს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ბათუმის ბულვარს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ერთობლივი პროექტი ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების (First Aid) 30 ყუთის განთავსებას ითვალისწინებს. პროექტი არამედიკოსი მოქალაქეების პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში უფასოდ გადამზადებას გულისხმობს. მოხალისეებს ტრენინგს First Aid-ში TOT მოდულით გადამზადებული, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ტრენერები ჩაუტარებენ.
პროექტის მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლაა. სწორედ ამიტომ აჭარაში 1000-მდე მოხალისის უფასოდ გადამზადება 1-ლი ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება. მსურველებს საშუალება აქვთ, შეავსონ სპეციალური ფორმა ბმულზე:www.evexhospitals.ge ან დარეკონ ცხელ ხაზზე: 032 255 05 05.
გადამზადებულ მოხალისეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყუთის კოდი. საჭიროების შემთხვევაში ისინი ყუთში მოთავსებული სამედიცინო მასალებით პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები