"ერეკლე მეორის საზოგადოების" ლიდერი გრიგოლ ვაშაძის ციტატას ეხმაურება
საზოგადოება - 13:33, 09 Oct, 2013     2437
რედაქციისგან: "ერეკლე მეორის საზოგადოების" ლიდერმა ერეკლე ჭყოიძემ "ნიუპოსტს" წერილი გამოუგზავნა, სადაც ის "ნიუპოსტის" მიერ გუშინ საღამოს გამოქვეყნებულ გრიგოლ ვაშაძის ციტატას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ ფრაზა, რომელსაც ერეკლე ჭყოიძე ღია ბწერილით პასუხობს, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ "ტვ3"–ის ეთერში, გადაცემაში "დიდი პოლიტიკა" თქვა."ნიუპოსტი" უცვლელად აქვეყნებს ერეკლე ჭყოიძის ღია წერილს:"გუშინ, ღია ეთერში, მას შემდეგ რაც მე უკვე სტუდიაში აღარ ვიყავი და პასუხის გაცემის საშუალება არ მქონდა, ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ ბრძანა (და შემდეგ "ნიუ პოსტმა" გაავრცელა):
 "არ ვიცი რატომ გაუკეთა ამ ვიღაცამ პრივატიზაცია ერეკლე მეორეს, მე ვფიქრობ, იმ ქვეყნად ეს პერსონა უკმაყოფილოა, როცა მსგავს მონოლოგებს ისმენს". ერეკლე მეორის საზოგადოების ასობით წევრისთვის სწორედ გრიგოლ ვაშაძეა ვიღაცა (ანუ, გაუგებარი ‘პერსონა’). სიტყვამ "პრივატიზაცია" გამახსენა როგორ ცდილობდა ვაშაძის ოჯახი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პრივატიზაციას, რასაც თითქმის მთელი საქართველო წინ აღუდგა. ჩვენ გვწამებს სოციალისტური რევოლუციის აპოლოგეტობას, თითქოს მის მიერ მოტანილ ბედნიერებას მივსტიროდეთ.

ბედნიერება წითელმა რევოლუციამ სწორედ ვაშაძეს მოუტანა, რომელიც წითელი მინისტრის ოჯახში გაიზარდა, მოსკოვში წითელი მაღალჩინოსნის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად და მათ ოჯახში ბედნიერად ცხოვრობდა, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში მუშობდა, ბირთვული ქობინების მიმართულებით (ეს თანამდებობა როგორ წარმოგიდგენიათ უშიშროების სამსახურის ‘პაგონების’ გარეშე?) და რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლები მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც ეს მის კარიერულ წინსვლას დასჭირდა.

რუსეთის მოქალაქის პასპორტი კი მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ძლივს დასთმო, პრესაში ატეხილი დიდი ალიაქოთის შემდეგ. ამბობენ მან შვიდი ენა იცის და ერთმანეთში არ ერევაო. სჯობდა ერთი-ორი ენა სცოდნოდა და კარგად წაეკითხა სულმნათი ერეკლე მეორის მიერ რუსეთის საიმპერატორო კარისადმი მიწერილი წერილები.

იქნებ მაშინ მაინც მიმხვდარიყო რატომ უნდა გამოიყენოს საქართველომ ყველა გზა და საშუალება რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად. ასევე არ აწყენდა გადაეხედა ილია ჭავჭავაძის ნარკვევისთვის ‘ასის წლის წინათ’.

 ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სხვა გზა ისეთივე მარცხით დამთავრდება, როგორც ყველა დანარჩენი.

და ბოლოს, ბატონი ვაშაძის მეუღლეს მხოლოდ საქართველოში რომ ეცეკვა, იქნებოდა იგი მსოფლიო დონის ბალერინა? მაშ რა დააშავეს ქართველმა სპორტსმენებმა, მხოლოდ ის რომ საქართველოში ვაი-პოლიტიკოსებს პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევიათ, თუ ის, რომ ვერ აცნობიერებენ კულტურისა და სპორტის როლს სახალხო დიპლომატიაში, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და იხსნას საქართველო დაქუცმაცებისაგან?! არჩილ ჭყოიძე, ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე."




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42