" აწი გინდ გადადგეს და გინდ გადმოდგეს, ვეღარ გაცოცხლდება და უკვე მითოლოგიური მასშტაბის სიძულვილს ვერ ჩამოირეცხავს" - ნიკა გვარამია გიორგი გახარიაზე
სოც.მედია - 22:37, 14 Jul, 2019     7310
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გახარიაზე წერს და აცხადებს, რომ შს მინისტრი მითოლოგიური მასშტაბის სირცხვილს ვეღარასდროს ჩამოირეცხავს:


"ბავშვები თამაშობდნენ ეზოს სტადიონზე 12-13 წლისები, ერთმანეთს "გახარიათი" ლანძღავდნენ, - დაწერა გიგა ნასარიძემ.

ასეა, გახარია დიდი ხანია გადააყენა ერმა. ის უკვე ფოლკლორის გმირია - ბოროტი, საძაგელი და სისხლიანი. სხვადასხვა საძულველ სახელებს არქმევენ: თვალთხარია, არგახარია... ბავშვებსაც შეაშინებენ ძილის წინ, აქამდეც მივალთ.

ასეთი არასდროს არ დამართნია არც ერთ ადამიანს (არა მხოლოდ პოლიტიკოსს, ზოგადად არავის) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამაზე მძიმე განაჩენი არავისთვის არ გამოუტანიათ ქართველებს.

"როცა ბავშვებს ხვდება ტყვია,გახარიას უხარია", - ესაა ამ განაჩენის შინაარსი, ლექსად დაწერილი და კარგ და სუპერთანამედროვე მუსიკაზე დადებული. ამ განაჩენს უკვე ხალხი ღიღინებს ქუჩაში, სახლში, ოფისში, აბაზანაში. ეს უკვე ფოლკლორს გაცდენაა და იმას ნიშნავს, რომ ხელოვნებამ ( და მწერლობაც მალე) აიტაცა და ბოროტების პარადიგმას ძერწავს ამ პერსონაჟისგან.

ეს საჯარო სიკვდილია და აწი გინდ გადადგეს და გინდ გადმოდგეს, ვეღარ გაცოცხლდება და უკვე მითოლოგიური მასშტაბის სიძულვილს ვერ ჩამოირეცხავს. ის ყოველთვის გამოიწვევს ძალადობის და სისხლის ალუზიებს, მისი სიმბოლო ყოველთვის იქნება ამოთხრილი თვალი - საზარელი ძალადობის ხატად უკვე ფოლკლორშიც და თანამედროვე ხელოვნებაშიც დალექილი.

ეს ამბავი უკვე დასრულებული და შემდგარია. არაფერი აღარ შეცვლის. ფოლკლორიდან ვერაფერს ვერ ამოშლი, თეორიულად შეუძლებელია. არც ხელნაწერები (ხელოვნება, მწერლობა), როგორც ცნობილია, არ იწვის. ფოლკლორული ანტიგმირები სამუდამოდ რჩებიან ერის ისტორიულ მეხსიერებაში.

ისტორია დასრულდა"-წერს გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42