მკვლელებს ტვინის სხვანაირი მოწყობა აქვთ
ეს საინტერესოა - 11:58, 14 Jul, 2019     3611

მსოფლიოს ნეიროფიზიოლოგები უკვე დიდი ხანია ცდილობენ გააკრვიონ, რამდენად არის ადამიანის ტვინის სტრუქტურა კავშირში დანაშაულთან, კერძოდ კი ძალადობასა და მკველობასთან.

ექსპერტების გამოთვლით, მკვლელობები არამარტო სერიოზული სოციალური პრობლემაა, არამედ, მსოფლიო და კონკრეტული ქვეყნები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარ კარგავს საზოგადოებაში ძალადობის მაღალი დონის გამო, ხოლო მისი ემოციური გავლენა ხომ საერთოდ შეუფასებელია.

აქედან გამომდინარე უკვე ათეულობით წელია, რაც მეცნიერები მკვლელებისა და მოძალადეების ტვინებს იკვლევენ, რათა გაარკვიონ რა აიძულებს მათ სხვაზე იძალადონ. შეიქმნა ახალი დარგი - ნეიროკრიმინოლოგია. თუმცა, ამ დარგს უამრავი კრიტიკოსი ჰყავს და მას 19-ე საუკუნის ფსევდომეცნიერებას - ფრენოლოგიას ადარებს, რომელიც დანაშაულისკენ მიდრეკილებას თავის ქალის ფორმიდან "ადგენდა".

ამერიკელი ექიმების მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მამრობითი სქესის 808 მამაკაც-პატიმარზე ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც მკვლელობა ჩაიდინეს ტვინის სტრუქტურაში აშკარა განსხვავებები აქვთ მათთან შედარებით, ვისაც არაძალადობრივი დანაშაული ედებოდათ ბრალად.

კვლევების ხელმძღვანელი, ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორი-ნეიროფიზიოლოგი კენტ კილი ამტკიცებს, რომ დამნაშავეებს, ვინც მკვლელობა ჩაიდინა გაცილებით ნაკლები "რუხი ნივთიერება" აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ მსჯავრდებულებს.

"ეს კვლევა იძლევა ობიექტური განსაზღვრის საშუალებას ადამიანის მკვლელობისადმი მიდრეკილების შესახებ, თუიმცა ეს ფაქტი კიდევ არაერთი გამოკვლევითა და სხვა მეცნიერების მიერ ჩატარებული ცდებით უნდა დადასტურდეს," - აცხადებს კილი.

-------

შეგახსენებთ, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნერვული ქსოვილის ორ ტიპს განასხვავებენ: თეთრ და რუხ ნივთიერებას. ნერვული უჯრედების მიელინიზირებული აქსონებისგან შემდგარ უბნებს თეთრ ნივთიერებას უწოდებენ, ხოლო ნერვული უჯრედების სხეულებისგან შემდგარ უბნებს - რუხ ნივთიერებას.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნეირონებს შორის ლოკალური სინაფსური კავშირები უპირატესად რუხ ნივთიერებაში ხორციელდება, მაშინ როდესაც თეთრი ნივთიერების აქსონები სიგნალებს უფრო გრძელ მანძილზე გადასცემენ. თავის ტვინის ჰემისფეროების ზედაპირი დაფარულია რუხი ნივთიერების უნიკალური ფენით, რომელსაც თავის ტვინის ქერქს უწოდებენ. რუხი ნივთიერების ქვეშ მდებარეობს თეთრი ნივთიერება, რომელიც ატარებს ინფორმაციას ქერქისკენ და ქერქიდან. ასევე, რუხი ნივთიერება იქნა აღმოჩენილი უჯრედების გროვებში, ე.წ. ბირთვებში, დიდი ჰემისფეროების სიღრმესა და თავის ტვინის ღეროში. მაგალითისთვის იხ., ბაზალური განგლიები, თალამუსი, თავის ტვინის ნერვული ბირთვები.

თავის ტვინის ჰემისფეროებში რუხი ნივთიერება გარეთაა განლაგებული (თავის ტვინის ზედაპირს ქმნის), ხოლო თეთრი ნივთიერება - შიგნით. ზურგის ტვინში პირიქითაა - თეთრი ნივთიერება გარეთაა, ხოლო რუხი ნივთიერება ცენტრშია განთავსებული. ტვინის ღეროში რუხი და თეთრი ნივთიერება აღმოჩენილია როგორც შიგნით, ასევე გარეთა ზედაპირზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42