ოჯახი ბავშვის პოვნას ითხოვს - ბავშვი საკუთარმა დედამ გაიტაცა
საზოგადოება - 10:36, 09 Oct, 2013     4841

არასრულწლოვანი გოგონას ბებია მარინა ფხაკაძე ,,ნიუპოსტთან“ საუბრისას ჰყვება, რომ მისი რძალი თამარ ნაზღაიძე, რომელიც იტალიაში ოთხი წელი სამუშაოდ იყო წასული 2012 წლის ნოემბერში დროებით საქართველოში დაბრუნდა. მან რამდენიმე თვე გაატარა მეუღლის ბიჭიკო ფხაკაძის ოჯახში და 16 მარტს არასრულწლოვანი თათია ფხაკაძე მამის თანხმობით იტალიაში იმ პირობით წაიყვანა, რომ ერთ თვეში ბავშვს საქართველოში დააბრუნებდა. 

თუმცა თამარ ნაზღაიძეს თათია ფხაკაძე საქართველოში დღემდე არ დაუბრუნებია. გოგონას ბებია და ბიძა გოგა ფხაკაძე რძალს შვილის გატაცებაში ადანაშაულებენ.

მარინა ფხაკაძე "ნიუპოსტს" დეტალურად უყვება, თუ როგორ წაიყვანა თათია ფხაკაძე დედამ იტალიაში და რა პირობებში აცხოვრებს მას საზღვარგარეთ.

"ჩვენ ვიცოდით რომ ერთ თვეში დედა შვილს ოჯახში დააბრუნებდა. თვის მიწურულს ჩემმა შვილმა მის მეუღლეს დაურეკა და სთხოვა, რომ ბავშვი დროზე ჩამოეყვანა. მან უთხრა, რომ ბავშვს არ ვუშვებ, ახალი წასული ვარ იტალიაში და აქეთ-იქეთ ვერ ვირბენო. 

თანაც ვმუშაობ, ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს და მას ვერ გავაუქმებო. ამის გამო ჩემი შვილი გაბრაზდა, ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და იმ დღის მერე იმ ქალს ვერ ვუკავშირდებით", - ამბობს მარინა ფხაკაძე. ბებიის განცხადებით, პრობელმას ქმნის ისიც,რომ ბავშვის დედ-მამა არ არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა ისინი ერთად ცხოვრობდნენ სანამ თამარ ნაზღაიძე იტალიაში წავიდოდა.

"ჩემი რძალი, რომ იტალიაში წავიდა ჩემს შვილთან არ იყო განქორწინებული, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მათ ხელი არ ჰქონდათ მოწერილი.

იტალიაში 2009 წლის მარტში წავიდა. თვდაპირველად ალბათ ორი წელი ქალაქ ბარში მუშაობდა, ხშირად გვირეკავდა, ბავშვს ეხმიანებოდა, ქმარს სკაიპითაც ელაპარაკებოდა. მერე ეს გოგო შეიცვალა, ბავშვი რომ ავად გახდებოდა და მისი ქმარი ეტყოდა, რომ ბავშვი ავადაა, თანხა გამომიგზავნე ექიმთან რომ წავიყვანო, ან ფული არ მაქვს და გამომიგზავნე. ტელეფონში უყვიროდა, მე აქ უმუშევარი ვარ, შენ მისი მამა ხარ და როგორც გინდა ისე არჩინეო.

ბავშვი საკუთარმა დედამ გაიტაცა და ამ დრომდე არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი,“- ჰყვება მარინა ფხაკაძე.

მისი თქმით, როდესაც თამარ ნაზღაიძე შვილთან თათია ფხაკაძესთან ერთად იტალიაში ჩავიდა, მან მეუღლეს მხოლოდ ერთხელ დაურეკა და მერე მასთან შეწყვიტა კონტაქტი. რძლის მოულოდნელი გაუჩინარების შემდეგ მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და იტალიის საკონსულოს დახმარებისთვის მიმართა, თუმცა აღნიშნული უწყებიდან დღემდე რეაგირება არ მომხდარა. "ჩემმა რძალმა როცა ჩვენთან ყოველნაირი კონტაქტი შეწყვიტა მაშინვე ქუთაისში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას მივმართეთ, თუ სადმე რამეზე ხელი მიგვიწვდებოდა ყველა ჩავრიეთ, ავიყვანეთ პირადი ადვოკატი. მივწერეთ შინაგან საქმეთა სამინიტროს, საგარეო საქმეთა სამინიოტროს და ა.შ. ბესელიას აპარატიდან დაგვირეკა დავით დემეტრაძემ, რომელმაც გვითხრა ბესელიამ საქმე მე გადმომცაო და მოითხოვა დოკუმენტები. 

ჩემმა შვილმა და მისმა ძმამ ყველა დოკუმენტი შეაგროვა და დემეტრაძეს პარლამენტში მიუტანეს. დემეტრაძემ ჩემს შვილს ზუსტად ასე უთხრა, რა გინდათ ამ დაქცეულ ქვეყანაში წადი შენს ცოლთანო. მის ცოლთან კონტაქტი რომ ჰქონოდა ხომ არ შევაწუხებდით ბესელიას და მის აპარატს. 

ჩემი უმცროსი ბიჭი იტალიის კონსულის მოადგილეს დაუკავშირდა, მან გვითხრა რომ დაგეხმარებით და აუცილებლად ვიპოვით ბავშვსო. ჩვენ მას ჩვენი ადვოკატის ტელეფონის ნომერი მივეცით და კონსულის მოადგილე ტელეფონით უკავშირდებოდა ადვოკატს. ადვოკატმა გვითხრა, რომ თითქოს გაიგეს ქალის და ბავშვის ადგილსამყოფელი. ეს ქალი სადღაც ბავშვთან ერთად ვიღაც კაცთან ცხოვრობსო. ხელისუფლება თავს არ იწუხებს, ვის არ მივმართე მაგრამ ყურადღებას არ მაქცევენ", - ამბობს ფხაკაძე.

ფხაკაძის თქმით, მის ოჯახს თამარ ნაზღაიძის სატელეფონო ჩანაწერი აქვს, სადაც ის ამბობს, რომ ბავშვი ძალიან განიცდის იტალიაში ყოფნას და საქართველოში დაბრუნება უნდა. ბავშვის ბიძის გოგა ფხაკაძის განცხადებით, ორი დღის წინ იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდნენ, სადაც განუცხადეს, რომ იტალიელმა სამართალდამცავებმა ბავშვის ძებნა შეწყვიტეს. გოგა ფხაკაძის თქმით, მიზეზი არავის განუმარტავს. „იუსტიციის სამინისტრომ შეგვატყობინა რომ ძებნა შეწყვიტეს. 

რა გახდა ამ ბავშვის მოძებნა. შვიდი თვის განმავლობაში ერთ და იგივეს გვიმეორებენ. კონსული იტალიაში ჩვენ გვეუბნება თუ რამეს გაიგებთ მანდ ქუთაისში მომაწოდეთ ინფორმაცოა და მაგ ინფორმაციით ვიხელმძღვანელებთო. 13-14 დამსაქმებელია იტალიაში, ყველამ იცის ეს საქმე. ეს ქალი რამდენიმე თვეა, რაც დაასაქმა რომელიღაც დამსაქმებელმა. რა უნდა ამას, რომ მივიდნენ ამ დამსაქმებელთან და ეს ქალი ნახონ. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ხელისუფლების ყველა ინსტანცია მოვიარეთ. ეს ბავშვი ხომ საქართველოს მოქალაქეა. რამე რომ მოუვიდეს ვინ აგებს პასუხს?“ -ამბობს ბავშვის ბიძა. 

ის მიმართავს შესაბამის უწყებებს დაინტერესდნენ ამ საქმით. „მოვითხოვ ყველა იმ ოპერაციის შესახებ პასუხი გაგვცეს ჩვენმა სამინისტროებმა და წერილობით მივიღო ინფორმაცია, რაც ამ თვეებში გააკეთეს. დღემდე დუმს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიცია. მაქვს 7 პუნქტი, რომელსაც ხვალ ჟურნალისტებს მივაწოდებ. მთელ ქვეყანას გავაგებინებ რა უპასუხისმგებლო ხელისუფლება ყავს ჩვენს ქვეყანს", - განუცხადა „ნიუპოსტს“ გოგა ფხაკაძემ.

ნოდარ ჯოჯუა, "ნიუპოსტი", ქუთაისი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42