რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გორის რაიონის სოფელ აძვში მავთულხლართების გაბმის პროცესი ორი დღის წინ არ დაწყებულა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა სპეციალური დროებითი კომისიის ფარგლებში მუშაობს, რომ დაზარალებულ მოსახლეობას დროულად დაეხმაროს. შეგახსენებთ, რომ აძვი კიდევ ერთი სოფელია, რომელიც რუსი ოკუპანტების მავთულხლართებით ორად არის გაყოფილი.
სოფლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში რუსული სამხედრო ბაზაც მოჩანს, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აშენდა. მავთულხლართების მიღმა სოფლის სასაფლაოც აღმოჩნდა: „ეს თავად გუბერნატორისათვის იყო ახალი ამბავი, მე მსურს ვუთხრა რომ მისი რწმუნების არეალში კიდევ 12 სოფელი არის მსგავს სიტუაციაში და ეს პროცესი 2009 წლიდან მიდის, ჩემთვის გასაკვირი ის არის, აქამდე რატომ არ ხდებოდა ამაზე რეაგირება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






