ანსამბლი „ადილეი“ იტალიაში რიგით მესამე ტურნესთვის ემზადება
კულტურა - 09:35, 12 Jul, 2019     2257
15 ივლისს მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“ იტალიასა და საფრანგეთში მიემგზავრება.

ფესტივალ „ხმა და დრო“-ის (La Voce e il Tempo) ფარგლებში, კონცერტები ქალაქ გენუასა და კასტელვეკიოში გაიმართება, საიდანაც ანსამბლი საფრანგეთისკენ აიღებს გეზს და ქალაქ დი-ს სოლო კონცერტით ეწვევა. ბოლოს კი ტური ყველასათვის ცნობილ სოფელ პრემანაში არაოფიციალური ნაწილით დასრულდება.

· 18 ივლისი - კოზმა და დამიანეს სახეობის ტაძარი. (გენუა)

· 19 ივლისი - კასტელვაკიო და როკა ბარბენა. (გენუა)

· 21 ივლისი - ვალკროისანტის მონასტერი. (დი)

· 22 - 25 ივლისი - პრემანა.

პრემანასა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირის საწყისია ანსამბლ "ადილეის" წევრის სანდრო ნათაძის პირველი ვიზიტი პრემანაში.

სანდრო ნათაძე: გაოცებული ვიყავი ადგილობრივთა ტრადიციით, განსაკუთრებით სასიმღერო ფოლკლორთან მიმართებაში, უამრავი სახასიათო და კულტურული მსგავსება აღმოვაჩინე რომელიც ქართველებსა და პრემანელებს აერთიანებდათ. სწორედ ამ მსგავსების გამო გადავწყვიტე, რომ ანსამბლი ადილეი აუცილებლად უნდა ჩასულიყო პრემანაში და გამხდარიყო იმ განსაკუთრებული გარემოს ნაწილი რაც პრემანაში იქმნებოდა.

2016 წლის აგვისტოში იტალიელი კინო დოკუმენტალისტის რენატო მორელის დახმარებით ანსამბლმა "ადილეიმ" სწორედ იტალიაში გამართა პირველი ტურნე, რომლის ფარგლებშიც ეწვივნენ პრემანას.

ანა ჯანოლა (პრემანა): ასე იხსნებს ერთად გატარებული პირველი ვახშმის ემოციებს: „თავდაპირველად როდესაც გავიცანით ერთამენთი ვახშმის დაწყებამდე, ჩეულებრივ, სტანდარტული სტუმრები იყავით, საღამოს დამთავრების შემდეგ კი ვფიქრობდი, ვინ არიან ისინი ჩვენთვის?! ძმები? შვილები? ბიძაშვილები?“

იხ.ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=-YNKDPIGVYk

სწორედ ამ განსაკუთრებულმა ურთიერთობამ შეძლო ის, რომ ანსამბლ ადილეის ვიზიტადნ ზუსტად ერთი წლის თავზე 30 პრემანელი ეწვია საქართველოს. მათ იმოგზაურეს, იმერეთში (ქუთაისი), აჭარაში ( სოფ. მერისი), გურიში (სოფ. მთისპირი), სვანეთსა (სოფ. ლახუშდი) და თბილისში. სწორედ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა ადილეისა და პრემენელების საერთო კონცერტი (იხ.ვიდეო:https://www.youtube.com/watch?v=DyfR9TilGqk&t=31s) რისი აუდიო-ვიდეო ამსახეველი დისკიც გამოიცა.

დემეტრე ქირია :

ანსამბლი „ადილეი“ 2012 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. სახელად „ადილეი“ რამდენიმე ფაქტორის გამო ავირჩიეთ: იგი არის დასავლური სიმღერებისთვის დამახასიათებელი სამღერისი და ზუსტად ესადაგება ჩვენს რეპერტუარს . გარდა ამისა, „ადილეი“ არის მგზავრული სიმღერა, რომელიც ასოცირდება მოძრაობასთან და წინსწრაფვასთან.

„ადილეი“ ძირითად მიზნად ისახავს ნამდვილი ფოლკლორის პოპურიზაციას, რადგან, სამწუხაროდ მისი ცნობადობა ფართო მასებში დაბალია ვცდილობთ, ის სიხარული და სილაღე, რაც ქართულ სიმღერებშია, გავუზიაროთ მსმენელს. ჩვენი მთავარი ღირებულება არის ურთიერთობა ერთმანეთთან, საზოგადოებასთან და ჩვენ წინაპრებთან. ვცდილობთ ვიყოთ სპონტანურები და იმპროვიზაციულად ვთქვათ სიმღერის ჩვენებური ვარიანტები. სწორება სოფლურ ფოლკლორზე და მის პრინციპებზე გვაქვს, ძირითადად კი დასავლეთ საქართველოს კუთხის სიმღერებს ვმღერით.

„ადილეის“ ჩატარებული აქვს კონცერტები, ვორქშოფები და სემინარები იტალიაში, ბელგიაში, გერმანიასა და აშშ-ში. გუნდს გამოცემული აქვს CD ალბომი, ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები და გამოცემისთვის ემზადება 2 CD (სტუდიური და Live)

www.adilei.ge, www.facebook.com/Adilei






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42