ვერძი - თუ დღეს დასვენება გადაწყვიტეთ, ნუ მიმართავთ ექსტრემალურ საშუალებებს, ამან, შესაძლოა, ფიზიკური ტრავმები მოგიტანოთ. სასიყვარულო ურთიერთობაში სიმშიდე შეინარჩუნეთ.
კურო - სამსახურში სიფრთხილე გამოიჩინეთ. შეასრულეთ თქვენი ჩვეული მოვალეობები და უსაფრთხოების ზომებს ნუ მიივიწყებთ. საღამოს დაღლილობა შეგაწუხებთ, განტვირთვისათვის მშვიდი ატმოსფერო გესაჭიროებათ.
ტყუპები - დღეს პოზიტიური შეგრძნებები ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. თუ გსურთ ოცნებები აგიხდეთ, სხვების შემოთავაზებულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით.
კირჩხიბი - ყველა ქმედებაში სიფრთხილე გმართებთ. მორალური მხარდაჭერისათვის ახლო მეგობარს მიმართეთ. დააფასეთ თქვენი წარმატება, ვინაიდან ბევრს სწორედ ეგ აკლია.
ლომი - დღეს საქმიანი და ამავდროულად, სენტიმენტალური იქნებით. კონტაქტი უცხო ხალხთან პროდუქტიული იქნება. გარშემომყოფებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ. თუმცა, გრძელვადიან მოლაპარაკებებს ნუ წამოიწყებთ, ეს ტვირთად გექცევათ.
ქალწული - ვარსკვლავები ამბობენ, რომ დღეს სხვების დახმარება დაგჭირდებათ ტექნიკურ სფეროში. იყავით თავშეკავებული და ნუ მოითხოვთ ადამიანებისგან იმაზე მეტს, რისი მოცემაც მათ შეუძლიათ.
სასწორი - დღეს ძალიან მგრძნობიარე და საკუთარ თავში დაურწმუნებელი იქნებით. შიშისა და შფოთვის მიუხედავად, დღის ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. პატივი ეცით სხვების გრძნობებს და ნუ შეურაცხყოფთ მათ.
მორიელი - სესხებისა და კრედიტებისათვის ცუდი დღეა. თუ დიეტის დაცვა გსურთ, თანდათან შეეგუეთ ცვლილებებს, ნუ მიმართავთ მკაცრ ზომებს მომენტალურად. საკვები პროდუქტის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მათ ხარისხს.
მშვილდოსანი - კარგი დღეა საოჯახო საქმიანობისათვის, ასევე პირადი ბიზნესის წამოსაწყებად. ახლობლებს სიყვარული ქმედებებით დაუმტკიცეთ. ექიმთან ვიზიტისათვის არცთუ ისე სასურველი დროა.
თხის რქა - დღეს ჩვეულებრივი, მოსაწყენი მოვალეობების შესრულების პარალელურად, ორიგინალური იდეები მოგივათ. ვარსკვლავებს თუ დავუჯერებთ, მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ელოდოთ თქვენს შეხედულებებსა და მოსაზრებებში. შესანიშნავი დროა მშობლებისათვის ან ახლობლებისათვის მიცემული პირობების შესასრულებლად.
მერწყული - ნაკლები ალბათობაა, რომ დღეს წარმატებას მიაღწევთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ უმოქმედოდ უნდა იჯდეთ. ამ უკანასკნელს მხოლოდ უკუჩვენება მოჰყვება.
თევზები - დღეს პასუხისმგებლობის გრძნობა გაგეზრდებათ. სანამ რაიმე გეგმის შესრულებას წამოიწყებთ, მოიძიეთ მხარდამჭერები. საღამოს სახლში კომფორტული ატმოსფერო გელოდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






