დღეს, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს, ელექტრომომარაგება შეუწყდება. კომპანია "თელასის" ცნობით შეზღუდვა შეეხება:
10 საათიდან 18 საათამდე: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე: კოსტავას და ღამბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქაიროს (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე: თელეთის, ხუციშვილის, გორგასლის და კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ალექსეევკის დასახლების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანიის ინფორმაციით სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები






