დავით გოგოხია სოჭში წამსვლელ ქართველ სპორტსმენებს მიმართავს: „გახდით გმირები!“
სოც.მედია - 23:03, 08 Oct, 2013     3535

„თავისუფალი ზონის“ წევრი, აფხაზეთიდან დევნილი დავით გოგოხია ოლიმპიელ ქართველ სპორტსმენებს მოუწოდებს, უარი თქვან სოჭის ოლიმპიადის შეჯიბრებებში მონაწილეობაზე და მათ ურჩევს, რომ პუტინის მიერ დადგმულ სპექტაკლზე უარი თქვან

„ნიუპოსტი“ დავით გოგოხიას მიმართვას და მის მიერვე, საგანგებოდ ამ მიმართვისთვის დამზადებულ ფოტოკოლაჟს აქვეყნებს:

„მინდა მივმართო ჩვენს ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც რუსეთში მიემგაზვრებიან სოჭის ოლიმპიადაზე. ელენე, ალექსი, ჯაბა, ნინო, იასონ! პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ საქართველოს სახელი გაგაქვთ ხოლმე საზღვრებს გარეთ.

მეც სპორტსმენი ვარ, მოკრივე, და ვიცი, რასაც ნიშნავს შრომა, წვალება იმ ერთი მიზნისთვის, რასაც გამარჯვება ჰქვია.

ვიცი რა გრძნობაა ჩემპიონობა, პირველობა, ვიცი გამარჯვების და მარცხის გემოც. მეც ბევრჯერ მინატრია ოლიმპიადაზე გასვლა, ვაი, იმ სპორტსმენს, ვინც ამას არ ნატრობს. ის ვიყავი, ვინც თქვენ გგულშემატკივრობდათ ყოველთვის და თქვენთან ერთად უნერვიულია.

თუმცა, მინდა გითხრათ ერთი რამ - თქვენ შეგიძლიათ გახდეთ გმირები, გაქვთ ბერკეტი, უარი თქვათ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.

ამასთან დაკავშირებით ისაუბრებს მსოფლიო და ყველას თვალში გამოვჩნდებით, თქვენი წყალობით, დაუმორჩილებელი ერი ოკუპაციის მიმართ, ყველა ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სწრაფვისკენ.

ეს შეგიძლიათ და გახდებით გმირები. ჩემთვის ჩემპიონები უკვე იქნებით, თუ არ წახვალთ ამ ოლიმპიადაზე, ჩემპიონი უნდა გახდეთ ქართველობაში და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნებით. კარგია ქართული დროშის ფრიალი ოკუპანტის ქვეყანაში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ჯერ ჩვენს ოკუპირებულ მიწაზე უნდა ავაფრიალოთ დროშები.

ჩემპიონობა, მედალი ან ნებისმიერი პრიზი შეიძლება ბევრჯერ მოიპოვო ან ბევრჯერ დაკარგო, მაგრამ ქართველობა, სამშობლოს სიყვარული ერთხელ გეძლევათ.

ძალიან გთხოვთ, დებო და ძმებო, უარი თქვით მონაწილეობაზე. ჩემთვის თქვენ იქნებით ისეთივე გმირები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ერთიანობისთვის და ჩვენთვის.

ხალხი, უამრავი პატარა ბავშვი თუ ახალგაზდა სპორტსმენი გიყურებთ თქვენ. თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი მომავალ თაობას, თქვენ უდგა გაუღვივოთ პატრიოტული განცდა სხვებს.

ნუ მოელით ოკუპანტებისგან პატივისცემას და აღიარებას, მათ დაგვიბომბეს, აგვიოხრეს მოსახლეობა, ოკუპაცია მოახდინეს ჩვენი ორი ულამაზესი კუთხის - აფხაზეთის და სამაჩაბლოსი, უამრავი ადამიანი გამოყარეს თავიანთი სახლებიდან.

იმ ფონზე, როდესაც დღეს მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ჩვენი გმირების მკვლელს უპყრია ხელთ მშვიდობის ჩირაღდანი, თქვენი წასვლა ოლიმპიადაზე იქნება მტრის კალთაზე დაჩოქება!

თავის დროზე რუსეთის წინააღმდეგ ომში ბევრმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, უარი თქვეს სპორტულ მიღწევებზე, მათთვის მთავარი მიღწევა სამშობლოს თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერება იყო. მე იმას არ ვამბობ, რომ სამშობლო არ გიყვართ. მე მჯერა თქვენი პატრიოტული სულისკვეთების, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს საქციელი არ იქნება მისაბაძი.

დღეს, ყველანი ზაზა ბენდელიანი უნდა ვიყოთ, ქართველი სპორტსმენი, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს კეთილდღეობას. დღეს, ყველა ქაქუცა ჩოლოყაშვილი უნდა ვიყოთ, როდესაც მას სთხოვა რუსმა სამხედრო პირმა, რომ ეცეკვა, ქაქუცამ მიუგო, რომ ის მხოლოდ ქართულ მიწაზე ცეკვავდა.

პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვაა ცნებებიაო, ამბობენ. კი ბატონო, ვეთანხმები, მაგრამ სპორტი და სამშობლო ერთი და იგივეა.

არ მინდა ჩემი ქვეყანა რუსი ოკუპანტის წინაშე წარსდგეს დამარცხებული, მოვა დრო და ჩვენ იქ ჩავალთ გამარჯვებულები - როდესაც რუსეთის იმპერიის ოკუპანტი ჯარი დატოვებს ჩვენს მიწა-წყალს, როდესაც საქართველო გაერთიანდება და გაძლიერდება! როდესაც გიორგი ანწუხელიძეს რუსმა „მოძმეებმა“ აიძულეს ქართულ დროშაზე ეცეკვა, მან უარი განაცხადა. იგი წამებით მოკლეს, მაგრამ არ დაიჩოქა. გარდაიცვალა წამებით და მაინც ურტყამდნენ, რადგან მისი გვამისაც კი ეშინოდათ...

ასეთი შიში უნდა ჰქონდეთ ყოველთვის ჩვენს მტრებს! გიორგი ანწუხელიძისნაირი უშიშრები უნდა ვიყოთ ქართველები.

ნუ წახვალთ, დაუჯერეთ ქართველი ხალხის ნებას, ნუ გახდებით ამ ზოგიერთი "გრუზინის" გადაწყვეტილების მსხვერპლი. ჩვენი გმირი ბიჭების და იმ მოსახლეობის სისხლი, რომელიც დაიღვარა რუსეთის აგრესიის გამო, არ უნდა დაივიწყოთ და არ უნდა შეარჩინოთ.

ჩვენი დაღუპული ბიჭების სულები მაშინ გაიხარებენ, როდესაც თქვენ შეეწინააღმდეგებით მათ მკვლელ რუსულ ძალას.

რუსეთის ოლიმპიადაზე მიიღებული ტაშიც და მედალიც დამცინავია. ისინი თქვენ და მთლიანად ერს დასცინიან.

მე მჯერა თქვენი, რომ გიყურებთ, ძალიან ლამაზები, ჭკვიანები და პატრიოტები ჩანხართ. ეს მაძლევს უფლებას ვიფიქრო, რომ თქვენ არ წახვალთ მტრის დადგმულ სპექტაკლზე. დღევანდელ მთავრობას თუ სურს ჩასვლა, ჩავიდეს, მაგრამ თქვენ მაინც ნუ უღალატებთ ხალხს და იმ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც თქვენგან მოველით გმირობას.

პუტინი დაგვცინის! თქვენი ამ პატრიოტული ნაბიჯით იამაყებს ყველა ქართველი. დარწმუნებული იყავით გავა დრო და თქვენი შვილები გკითხავენ თქვენს გადაწყვეტილებაზე. თუ წახვალთ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, თქვენ ისეთივე პასუხს მიიღებთ მათგან, როგორსაც ეხლა მე გეუბნებით, თუ არ წახვალთ თქვენით ყველაზე მეტად თქვენი შვილები იამაყებენ!

უთხარით პუტინის დადგმულ სპექტაკლს უარი, გახდით გმირები!

თქვენი მედალი და სიმდიდრე თქვენი სამშობლოა.

უბრალოდ, მე აფხაზეთის მკვიდრი ვარ და თავს უფლებას არასდროს მივცემ მტრის დადმულ სპექტაკლში მივიღო მონაწილეობა!

მე და ჩემი მეგობრები, "თავისუფალი ზონის" წევრები, ყოველთვის ვაპროტესტებთ ამ უკანონო ოლიმპიადას.

ძირს რუსი ოკუპანტები!

გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ საქართველოს!

სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.

დავით გოგოხია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42