თინა ხიდაშელი: რატომ უნდა წავიდეთ სოჭში
სოც.მედია - 19:47, 08 Oct, 2013     3692

საქართველოს პარლამენტის წევრი, „რესპუბლიკელების“ ერთერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე აქტუალურად განხილვად დისკუსიაში სოციალური ქსელის მეშვეობით ერთვება და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მოჰყავს საკუთარი მოსაზრება, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლკიმპიადაზე.

„ნიუპოსტი“ თინა ხიდაშელის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

"ერთი შეხედვით მარტივი და უალტერნატივო გადაწყვეტილებაა - ბოიკოტი გამოვუცხადოთ სოჭის ოლიმპიურ თამაშებს.


წარმოიდგინეთ საპრეზიდენტო კანდიდატი გიოორგი მარგველაშვილი ჩადის დიცში, ბევრი დროშა, დიდი ტრიბუნა, ბევრი ადამიანი და "აგვისტოს ომის გმირის" მიერ ოლიმპიური ჩირაღდნის აღმართვას პროტესტს უცხადებს. ხოლო პროტესტის ფორმა არც მეტი არც ნაკლები ოლიმპიადის ბოიკოტია.
ბევრი შეძახილი, მქუხარე ტაში, ემოციები, ცრემლი, ათასი ეპითეტი გიორგის გმირობის და გამბედაობის შესახებ, სავარაუდოდ გაზრდილი რეიტინგი.

სკეპტიკოსები იტყვიან საერთოდ თავიდანვე რატომ არ გამოუცხადეთ ბოიკოტიო. მაგრამ მაინც კმაყოფილები დარჩებიან, საქციელს მოგიწონებენ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

შემდეგ ერთი ორი დღე ყველა ტელეეკრანიდან სჯა ბაასის, ექსპერტული მოსაზრებების, ანალიზის. კრიტიკის, ცინიზმის, პატრიოტიზმის, ვაშა-ვაშას ან ვიშ-ვიშის სერიალი იქნება და ორ სამ დღეში ეს ამბავი ყველას ისევე მიავიწყდება, როგორც მრავალი ყოფილა მანამდე.

მერე კიდევ ვინმე მფრინავი გამოჩნდება, ან მომღერალი, ანაც რუსი შოვინისტი, ისევ გადავირევით, პატრიოტიზმი მოგვეძალება, გულზე მჯიღს დავიცემთ, ატყდება აურზაური და ასე მუდმივად,

არადა მცირე ხნით თუ გვერდზე გადავდებთ ემოციებს, ურა-პატრიოტიზმს, მცირე ხნით თუ შევეცდებით სხვა რამეზეც ვიფიქროთ გარდა იმ წუთიერი ემოციური კმაყოფილების, გაგვახსენდება რომ გუშინ ვიღაც მფრინავმა, დიახ ვიღაც მფრინავმა, ისე აგვაღელვა რომ ხელისუფლებას მრავალჯერ განცხადებული გადაწყვეტილების შეცვლა მოვთხოვეთ.

ამ აღელვებაში კი დაგვავიწყდა, რომ ეს ოლიმპიადა ოკუპანტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტარდება, აფხაზეთიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, მას ვლადიმერ პუტინი გახსნის და მის გვერდით მსოფლიო ლიდერები იქნებიან.

ეს "არა სოჭის ოლიმპიადას" კი დღეს ძალიან არასერიოზულად და ჭეშმარიტად "გულის მოფხანად" გამოიყურება, რატომ გუშინ? რა იყო მთავარი არგუმენტები? რუსეთი დაგვცინის! მათ ცინიზმს საზღვარი არა აქვს! ამ დაცინვას არ უნდა შევეგუოთ! და ა.შ.

მე კი, თუ ვიტყვი, რომ ეს სრულიად უადგილოა, რა თქმა უნდა ფსიქიატრიულის ცნობას მომთხოვენ, ან უკეთეს შემთხვევაში იმას იტყვიან, რაც გუშინ ჩემი მეგობარი პაატა ზაქარეიშვილის მიმართ არ დაიშურეს ეპითეტები, და კიდევ ერთხელ შეახსენეს ერთმანეთს ამბავი ჩვენი ცნობილი მოღალატეობის შესახებ,

არადა უადგილოა. რუსეთს ჩემი სამშობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აქვს, მეგობრებო, ოკუპირებული, ჩემს სამშობლოში რუსული დროშები ფრიალებს და რუსული ტანკები დგანან!!!
გახსოვს?!

რა დროს ცინიზმი და დაცინვაა, მათი ტანკები დგანან ჩვენს მიწაზე. ტანკები! 

დიახ, იდეალური იქნებოდა საქართველოს ოკუპაციის გამო მოსკოვის ოლიმპიადის გამეორება რომ შეიძლებოდეს, იდეალური და სწორი.

არ გამოვა.

საქართველო მარტო დარჩება ამ ბოიკოტში, მისი პარტნიორების გარეშე, რუსეთის პირისპირ. დაცინვა მაშინ კი საფუძვლიანი იქნება.

სოჭის ბოიკოტს შეუძლია, მთავარი იარაღი წაგვართვას რუსეთთან ურთიერთობაში. პირველად ამ წლების მანძილზე საქართველო დარჩება მარტო საკუთარ პროტესტსა და ბოიკოტში, თუმცა კი გულში მჯიღდაცემული და კმაყოფილი.

არჩევანი ჩვენზეა.“, - წერს თინა ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42