თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლები საკვებით მოწამვლის ფაქტებზე საუბრობენ
საზოგადოება - 19:07, 08 Oct, 2013     2473

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საბავშვო ბაღებში ანტისანიტარიას, გავრცელებულ ვირუსებსა და უხარისხო პროდუქტს უჩივიან. როგორც რამდენიმე მშობელმა ,,ნიუპოსტს“ განუცხადა, ბავშვებს კუჭნაწლავის სისტემის პრობლემები ბაღში სიარულიდან ორ კვირაში გაუჩნდათ და ზოგიერთი მათგანი მკურნალობას ამ დრომდე გადის.

ერთ-ერთი მშობელი კი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მას პირადმა პედიატრმა ბავშვისთვის ბაღში მომზადებული საკვების მიღებისგან თავის შეკავება ურჩია. ,,ნიუპოსტი“ თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ თბილისში ერთადერთი მოწმავლის შემთხვევა საბურთალოზე 83-ე საბავშვო ბაღში დაფიქსირდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბავშვი მოწამლული არ იყო და მას ენტეროვირუსი ჰქონდა.

სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სოფო ხოშტარია აცხადებს, რომ მშობლებს მსგავსი პრეტენზიებით მათთვის არ მიუმართავთ, საბავშვო ბაღებში სანიტარული ნორმებისა და საკვები პროდუქტის ხარისხი კი მკაცრად კონტროლდება:

,,როდესაც მზადდება საკვები, სინჯები ინახება მეორე დღის ბოლომდე, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი ლაბორატორიულად გამოკვლევა. ყველა პროდუქტს, რასაც იწერენ, მოჰყვება დამადასტურებელი ცნობა უვნებლობის შესახებ.

თავის მხრივ, სააგენტოს კურატორები დადიან მათთვის მიკუთვნებულ ბაღებში და ამოწმებენ ყველაფერს. გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის სამსახური პერიოდულად შედის ბაღებში შემოწმებაზე. ამის შესახებ ინფორმაცია არც ბაღის ხელმძღვანელობას აქვს და ჩვენც მოგვიანებით ვიგებთ, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურმა ჩაატარა შემოწმება,“- ამბობს ხოშტარია.

მისი თქმით, სანიტარულ ნორმებს საბავშვო ბაღებში მათი გაფრთხილების საფუძველზე იცავენ როგორც ბაღის თანამშრომლები, ასევე, მუდმივად ამოწმებენ წესრიგს კურატორები.

როგორც ხოშტარია ამბობს, სისუფთავე და საკვების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და საკვებით მოწამვლის საფრთხე თითქმის არ არსებობს, ვირუსული ინფექციის გავრცელების შემთხვევაში კი სპეციალური სამსახური ხურავს შენობას და ახდენს სრულ დეზიფენქციას, თუმცა ისეთი ვურისის გავრცელება, როგორიცაა წითელა, ან სხვა სახის ინფექცია ჯერ არ დაფიქსირებულა.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებმა გამოთქვეს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ახალი წესდების მიხედვით, ბავშვი ბაღიდან ზედიზედ 5 დღის გაცდენის შემთხვევაში ავტომატურად ირიცხება, მოახლოებული ზამთარი კი ვირუსებისა და გაციების რისკს ზრდის და ხშირად აღსაზრდელს ერთი კვირა, ან მეტიც კი უხდება მკურნალობა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ახალი წესდების შემუშავება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა. რეგულაციას ადრე გადასახადის მიხედვით აწესებდნენ, ანუ ბავშვი თუ არ გადაიხდიდა ფიქსირებულ გადასახადს, ის ავტომატურად ირიცხებოდა ბაღიდან, ახალი წესის გათვალისწინებით, კი ეს გაცდენების რაოდენობით განისაზღვრა.

თუმცა, პრესამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ბუნებრივია, სააგენტო ითვალისწინებს გავრცელებული ვირუსების რისკს, ასევე იმას, რომ შესაძლოა, ოჯახს პედიატრთან ვიზიტის შესაძლებლობა არ აქვს და ბავშვი მკურნალობას სახლში გადის, ამიტომ აღსაზრდელს გაცდენილი საათები საპატიოტ ჩაეთვლება, თუ მშობელი ავადმყოფობის შემთხვევაში ექიმის ცნობას წარადგენს, ან თუ გათავისუფლების თხოვნით ბაღის ხელმძღვანელობას განცხადებით მიმართავს.

გარდა ამისა, კურატორების მოთხოვნით, ბავშვი, რომელსაც აღენიშნება ვირუსი საწყის ეტაბზე (ე.წ. ცხვირის სისველე, ხველა, ცემინება და ა.შ.) აღმზრდელმა არ უნდა დაუშვას ჯგუფში, თუმცა როგორც აღმზრდელები ჩივიან, ხშირად მშობელი მათ მოთხოვნას უგულებელყოფს, რაც საბოლოო ჯამში სხვა ბავშვებისთვის ვირუსის გადადების ალბათობას ზრდის.

რჩევა ,,ნიუპოსტის“ რედაქციისგან: თუ თქვენ თვლით, რომ იმ საბავშვო ბაღში, სადაც თქვენი შვილი დადის, არ არის დაცული სანიტარული ნორმები, თვლით, რომ თქვენ შვილს გაუჩნდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ბაღში მიღებული საკვების გამო (უნდა ინახებოდეს მიღებული საკვების სინჯი მეორე დღის ბოლომდე), მიმართეთ თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს. ტელ: 2 31 56 67; ალ ყაზბეგის 30.

ნინო კეკელია, „ნიუპოსტი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42