გაჩერებული განათლების რეფორმა
პოზიცია - 19:17, 08 Oct, 2013     2186
ერთი კვირის წინ საზოგადოებას შევახსენე, თუ რა მნიშვნელოვანი პროექტები გაჩერდა თავდაცვის სამინისტროში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ბევრად მეტია გაუქმებული და გაჩერებული განათლების სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ეს ინფორმაცია, რათა თავად განსაჯოს ვინ რას აკეთებდა ან აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის:

გაუქმდა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ შენობა აშენებული, ხოლო ბიუჯეტი განსაზღვრული იყო. ამერიკის მთავრობა 40 მილიონ დოლარს დებდა ამ უნივერსიტეტში ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში. ამ ფულით ნიჭიერი ქართველების სწავლა ამ უნივერსიტეტში გრანტის სახით დაფინანსდებოდა. ისინი მიიღებდნენ ამერიკულ დიპლომს, რომელიც იყო და არის აღიარებული მთელ მსოფლიოში.

გაუქმდა მასწავლებლების სახლების მშენებლობა თელავში, ზუგდიდში, ახალციხესა და ბათუმში. ამ სახლებში მასწავლებლები უფასოდ გაივლიდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, უფასოდ მიიღებდნენ სასწავლო ლიტერატურას და უფასოდ მოემზადებოდნენ სასერთიფიკატო გამოცდებისთვის.

გაუქმდა საატესტატო გამოცდების შერწყმა ერთიან ეროვნულ გამოცდებთან და მათი სკოლებში ჩატარების გეგმა. 2013 წლიდან ბავშვებს სასკოლო გამოცდებით უნდა ჰქონოდათ უმაღლესში ჩაბარების შესაძლებლობა. ეს, სულ მცირე,  იქნებოდა უდიდესი შეღავათი ყველა მშობლისთვის, რადგან მათ რეპეტიტორებზე ფულის დახარჯვა აღარ მოუწევდათ.

 გაუქმდა ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია. ინსტიტუტის საცავებში ინახება უნიკალური წიგნები და ხელნაწერები, მაგრამ ინფრასტრუქტურა საჭიროებს განახლებას და თანამედროვე საცავების მშენებლობას. დამტკიცებული პროექტის და ბიუჯეტის მიუხედავად, რეაბილიტაცია გაჩერებულია, საფრთხე ემუქრება ათასობით უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლს.

გაუქმდა საჯარო სკოლებისთვის 200 000 ახალი მერხის და 50 000 ახალი დაფის შეძენა. სამინისტრომ 2013 წლის განმავლობაში არ შეიძინა საჯარო სკოლებისთვის დაგეგმილიდან არც ერთი მერხი და დაფა.

2013-ში არ აშენდა არც ერთი ახალი სკოლა მიუხედავად ბევრი დაპირებების. 2012-ში ჩვენ 6 თვეში ავაშენეთ 12.

გაუქმდა საჯარო სკოლებისთვის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის 1000 ლაბორატორიის შეძენის პროგრამა. გაჩერდა უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საჯარო სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვას ითვალისწინებდა. ამ პროექტის გარეშე ზედმეტია საუბარი ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაძლიერებაზე. 2011-2012 წლებში ლაბორატორიები შეძენილ იქნა დიდი ქალაქების სკოლებისთვის, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა ამ დისციპლინების სკოლებში სწავლების ხარისხი.  2013 წლისთვის დაგეგმილი იყო ამ ლაბორატორიების სოფლის სკოლებში შეტანა.

გაუქმდა სკოლების სასადილოების რეაბილიტაციის და უნაღდო ანგარიშსწორების პროგრამა. 2013 წელს არ გარემონტებულა არცერთი სკოლის სასადილო და არ დანერგილა უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა.

გაუქმდა მასწავლებლების სასერთიფიკატო გამოცდები ინგლისურსა და კომპიუტერში 1000 ლარიანი ხელფასების მისაღებად. 2013 წლის განმავლობაში არცერთ ახალ მასწავლებელს არ მიეცა შესაძლებლობა, მიეღო 1000 ლარიანი ხელფასი.

გაუქმდა ლაბორატორიების გამოყენების სასერთიფიკატო გამოცდა მასწავლებლებისთვის 160 ლარიანი დანამატის მისაღებად.

განადგურდა პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG). 1500 ამერიკელი და ევროპელი მასწავლებლის ნაცვლად, დღესდღეობით, ადგილზე 100-ზე ნაკლებია.

განადგურდა უსაფრთხო სკოლის პროგრამა. 500-ზე მეტი მანდატური დაითხოვეს სამსახურიდან. დარჩენილები კი სკოლის შენობის დარაჯები გახდნენ.
2013 წელს არ შექმნილა არცერთი ახალი სასწავლო პროგრამა პირველ და მეორეკლასელთა ნეთბუკებისთვის. ამ პროგრამების გარეშე ნეთბუკების გამოყენება სასწავლო პროცესში უაზრო ხდება.

სამინისტროს არ შეუძენია არცერთი ახალი „ჭკვიანი დაფა“ (Smart Board) საჯარო სკოლებისთვის.

გაუქმდა ინკლუზიური სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა.

ერთი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა გლდანის და „მერმისის“ პროფ.სასწავლებლების სრული ძალით ამუშავება.

გაუქმდა თელავის და ბათუმის პროფ.სასწავლებლების რეაბილიტაცია.

გაჩერდა მულტილინგვური განათლების დანერგვის პროგრამა. აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლები დარჩნენ ორენოვანი სახელმძღვანელოების გარეშე.

გაჩერდა ელექტრონული ჟურნალების პროგრამა, რომელიც მშობელს შესაძლებლობას აძლევდა ინტერნეტით ედევნებინა თვალყური შვილის აკადემიური მოსწრებისთვის.

გაჩერდა მაღალი სიჩქარის ინტერნეტის დანერგვა საჯარო სკოლებში და უფასო Wi-Fi წერტილების შექმნა მოსწავლეებისთვის.

გაურკვეველი ვადით გადაიდო საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დანერგვა საქართველოში. ამ პროგრამით ათასობით ქართველ ახალგაზრდას ეძლეოდა შესაძლებლობა ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში უფასოდ ესწავლათ.

გაჩერდა ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნის პროგრამა. 2013 წელს იგეგმებოდა ყველა სასკოლო სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიის შექმნა, რათა მოსწავლეებს არ დასჭირვებოდათ მძიმე სახელმძღვანელოების სკოლაში ტარება.

გაუქმდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სასწავლო ფონდების შექმნა. ამ ფონდების მეშვეობით მოხდებოდა იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსება, რომლებმაც სრული სახელმწიფო გრანტი ვერ მოიპოვეს, მაგრამ კარგად სწავლობენ.

გაუქმდა პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება. ახალგაზრდებს წაართვეს არჩევნის უფლება და სერიოზული პრობლემები შეექმნა დარგის განვითარებას.

 გაჩერდა სტუდენტური ბარათის განვითარების პროგრამა. ამ პროგრამით 100 000 სტუდენტი მნიშვნელოვან შეღავათს და ფასდაკლებას მიიღებდა.

გაუქმდა ზაფხულის და ზამთრის დასაქმების პროგრამები. ათასობით სტუდენტს წაერთვა შესაძლებლობა თავისი შრომით მოეპოვებინა შემოსავალი და აეთვისებინა ახალი პროფესია.

გაჩერდა თბილისის სკოლების საცურაო აუზების რეაბილიტაციის პროგრამა.

გაუქმდა სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში ინდუსტრიული დიზაინის ჯუჯაროს იტალიური სკოლის შექმნა.



დიმიტრი შაშკინი

,,რეფორმატორთა კლუბი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42