შს მინისტრის გამოსვლა ლუქსემბურგის მინისტერიალზე
სამართალი - 18:28, 08 Oct, 2013     1362

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო 2013 წლის 7-8 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. აღნიშნული მინისტერიალი მიზნად ისახავდა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებისა და პრიორიტეტული სფეროების იდენტიფიცირებას და ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას, განსაკუთრებით, ვილნიუსის მომავალი სამიტის გათვალისწინებით. 

მინისტერიალზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სამინისტროს მიერ გატარებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ღონისძიებები, მათ შორის, ე.წ. კანონიერი ქურდების ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატება და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნებისთვის. მინისტრმა მხარეებს ორმხრივი ხელშეკრულებების დადებისა და პოლიციის ატაშეების დანიშვნის გზით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა, ასევე, გამოთქვა ევროპოლთან თანამშრომლობის დამყარების სურვილი. 

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში აღინიშნა პოლიციის სექტორში გატარებული რეფორმა და სხვა ქვეყნებისთვის შესაბამისი გამოცდილების გაზიარებისთვის მზაობა. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ხაზი გაესვა თანამედროვე გამოწვევებს და ამ კუთხით, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, ოპერატიული ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით. მინისტერიალის ფარგლებში ასევე განიხილეს მიგრაციისა და მობილურობის სფეროში არსებული სიტუაცია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. 

დასასრულს, მინისტერიალზე მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42