„ავერსი“ - არასწორად გაყიდული წამლის შხამის ეფექტი
ჯანმრთელობა - 11:36, 10 Jul, 2019     2109

„ჩემი მეუღლე “ავერსის” ფარმაცევტმა ლამის მოკლა“ – ასეთ ბრალდებას კომპანიის ერთ–ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ჩემი მეუღლე ავერსის ფარმაცევტმა ლამის მოკლა, ყელის ტკივილის წამალი უნდოდა მარა რაღაც ანთების მისცეს. ძლივს მივასწარით საავადმყოფოში, ისე ცუდად იყო. რომ მივუტანეთ და ვუთხარით ასე ასე მოხდაო, თავის მართლება დაიწყო. საავადმყოფოში ექიმი გაგიჟდა წამალი რო ნახა, სტომატოლოგები ნიშნავენ ძლიერი ანთების დროს და ყელის ტკივილზე როგორ მოგცესო. საავადმყოფოში მისვლა რომ დაგვეგვიანა ვეღარ გადარჩებოდა, თითქოს ყელში რაღაც ჩაეკეტა, სუნთქვა გადაუკეტა წამალმა“, – წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

„მე პირადად გულის წამლის მაგივრად შაქრის წამალი მომცეს, ანუ ყუთს ეწერა ტრიმეკორი ემერი და შიგნით იდო დიაბეტონი. 2 ტაბლეტი რომ დავლიე და ვეღარ ავდექი დამიბნელდა თვალებში, მერე დავხედე წამალს“, - წერს სოციალურ ქსელში ლიკა ფირცხალავა, „ავერსის“ კიდევ ერთი მომხმარებელი.

ფარმაცევტების უყურადღებობამ და გულგრილობამ შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს. მათი გადამზადება, შემოწმება მუდმივად უნდა ხდებოდეს, თუმცა რეალობაში არსებული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.

ისეთ დიდ კომპანიას, როგორიც „ავერსია“, უნდა ჰქონდეს აღნიშნულის უზრუნველყოფის უნარი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მათ პრიორიტეტებს შორის არ არის.

ავერსის მფლობელმა, პაატა კურტანიძემ ფარმაცევტული საწარმოს „ავერსი-რაციონალი“ მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და პირველი მედიკამენტი 2005 წლის მაისში გამოუშვა. ამჟამად „ავერსი-რაციონალი“ 141 დასახელების მედიკამენტის 240 პოზიციას აწარმოებს.

ქართული ფარმაცევტული ბიზნესის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ავერსი“ როგორც სააფთიაქო ქსელს, ასევე რამდენიმე კლინიკას, ფარმაცევტულ საწარმოს და სადაზღვევო კომპანიასაც მოიცავს.

ხშირად მომხმარებელი რჩევას ფარმაცევტს ეკითხება და მასზე დაყრდნობით იძენს მედიკამენტს, რომლის მოხმარებაც ორგანიზმზე დიდ გავლენას ახდენს. ავერსის ფარმაცევტები პაციენტს ხშირად საკუთარ (ავერსის) პროდუქციასაც სთავაზობენ, მომხმარებლის კონკრეტული მწარმოებლის მოთხოვნის მიუხედავად. რთულად მისახვედრი არ არის, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მათ, თუმცა ამის მიუხედავად ფარმაცევტის უყურადღებობამ არაერთი მომხმარებლის ჯანმრთელობას დიდი საფრთხე შეუქმნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42