რუსეთიდან შემოტანილი პრეპარატი ლეიკემიას ვერ კურნავს - ბოლო თვენახევარში იაშვილში 2 ბავშვი გარდაიცვალა
სოც.მედია - 11:57, 10 Jul, 2019     1163
საქველმოქმედო ფონდის „დედის ხელების“ დამფუძნებელი ხათუნა გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და სააფთიაქო ბიზნესთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყებას მიმართავს. მისი თქმით , ქვეყანაში ლეიკემიის სამკურნალოდ რუსული პრეპარატი შემოდის, რომელსაც შედეგი არ აქვს და ვისაც საშუალება არ აქვს სხვა პრეპარატის შეძენის, უშედეგო მკურნალობის გამო იღუპება:


„კითხვა მაქვს #ჯანდაცვისსამინისტრო რა გაგიხდათ ეს სააფთიაქო ბიზნესი!!! რატომ შემოგაქვთ რუსეთიდან პრეპარატი ასპარაგინაზა ლეიკემიის სამკურნალოდ, რომელიც რეალურად შედეგს არ იძლევა????? ვისაც აქვს საშუალება, ყიდულობს ევროპულს ან უკიდურეს შემთხვევაში თურქულს, მაგრამ ვისაც არ აქვს, ისინი იძულებულები არიან დაკმაყოფილდნენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ნაგვით!!!!!! ბოლო თვენახევრის განმავლობაში იაშვილში 2 ბავშვი გარდაიცვალა ლეიკემიით, მაშინ როცა გვარწმუნებთ, რომ ლეიკემია განკურნებადია!!!!

ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობას არ უფინანსებთ მანამ, სანამ სიცოცხლის შანსი აქვთ და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე წურავთ!!! როცა საყოველთაოს დაფინანსება, აქაური რესურსი და ამავე დროს ადამიანის სასიცოცხლო რესურსი იწურება, მერე წერთ საზღვარგარეთ წასვლის დასკვნას!!! დროულად გაშვება აუკრძალეთ ექიმებს და ექსპერტებს!!! წამალი არ შემოგაქვთ ნორმალური!!!! და რა გამოდის, ვისაც წასვლის საშუალება არ აქვს განწირულია სასიკვდილოდ?????

დამკრძალავ ბიუროდ იქცა უკვე ქვეყანა!!!

ყველა მხრიდან სიკვდილის ქრონიკა ისმის!!!

საზღვარი აქვს ყველაფერს!!!

მეგობრებში უამრავი ჟურნალისტი მყავს, დაინტერესდით ამ თემით!!! ერთად მოვიკვლიოთ, ერთად მოვიძიოთ, ერთად მივიდეთ იმ სათავემდე, საიდანაც მოდის ეს ბოროტება!!!

თავად ექიმებიც აღშფოთებულები არიან, მაგრამ რასაც აწვდიან ამ უფასო პროგრამით, იმას სთვაზობენ პაციენტებს!!!! მაგრამ ეუბნებიან და აფრთხილებენ და ურჩევენ, რომ აუცილებლად გამოძებნონ გზა და იშოვონ ევროპული ან თურქული წარმოების, თორემ შედეგი არ გექნებათო!!!! და ექიმთან ამ საუბარს რომ მოკრავს ბავშვი ყურს და კითხვას დასვამს: " დედი ეს წამალი არ მიშველის, რასაც მიკეთებენ?" _ ამ დროს მშობელი რა ჭკუაზე უნდა დადგეს, გეკითხებით?!?!?!

ვეღარ ვუძლებ უკვე ამდენ უსამართლობას! ამდენი ბავშვი გვეცლება ხელიდან და კაციშვილი ხმას არ იღებს!!!!!”- წერს ხათო გაბრიჭიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42