რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ფართომასშტაბიანი ტრენინგები იმართება
საზოგადოება - 16:42, 08 Oct, 2013     1546

დღეს, თბილისში დაგეგმილი ტრენინგი, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს 30 მედია წარმომადგენელი ესწრება ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და არჩევნებში მედიის ჩართულობის როლზე და საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

”ცესკოს მხრიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია და ინიციატივა. ჩვენ მხარში გვიდგანან საერთაშორისო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, მედია, რომელიც  აქტიურად მონაწილეობს სწავლებაში, რაც პირველ რიგში ხელს შეუწყობს მედია წარმომადგენლების ინფორმირებას, მათ აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში და სწორედ ამ პროცესების გამჭვირვალე გარემოში განხორციელებას” - განუცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს.

9 ოქტომბერს სწავლება ქუთაისში შედგება, ხოლო - 10 ოქტომბერს, ბათუმში. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეებს, განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მედიის როლი საარჩევნო პროცესში, მედიის უფლებრივი მდგომარეობა, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და ა.შ. ტრენინგის პრაქტიკული სწავლების ფორმატში, ასევე მოეწყობა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო ფილმის ”კენჭისყრის დღის პროცედურების” ჩვენება.

ტრენინგებს რეგიონული მედია საშუალებებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან, მედიამონიტორინგის ცენტრთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42