"ერთხმად გაისმოდა ლოცვა მამაო ჩვენო...ამ დროს მოხდა რაც მოხდა" - 22 წლის ბიჭს, რომელსაც ვასაძის მხარდამჭერმა თავში ქამარი ჩაარტყა 3 ნაკერი დაადეს
სოც.მედია - 17:25, 09 Jul, 2019     2351
გუშინ, ანტისაოკუაციო აქციის მონაწილეს, ლევან ვასაძის მხარდამჭერი ფიზიკურად გაუსწორდა.


22 წლის ბიჭს თავზე 3 ნაკერი დაადეს. თორნიკე ბერიძის შესახებ მისი ახლობელი სოციალურ ქსელში წერს.

"ეს თბილისის კონსერვატორიის სტუდენტია, 22 წლის თორნიკე ბერიძე. მივიდა ანტისაოკუპაციო მიტინგზე, მაგრამ ამ გაწა-მაწიაში აღმოჩნდა რაინდის მიტინგზე, იქითა მხარეს ანუ.

"მერე გამოდიოდა მამაო და ვუსმენდით, რას ლაპარაკობდა, ჩემი შვილიც იდგა იქვე, ღია ფერის მაისური ეცვა", იხსენებს თორნიკეს დედა. "ვიღაც მოვიდა დიდი ქამრით, ბალთიანი ქამრით, ჩაარტყა პირდაპირ სახეში, თავში, ისე, რომ აზრზე ვერ მოვედით, რა უნდოდა, ვინ იყო, ჩაარტყა და გაიქცა".

ჩემი ერთი ნაცნობი გამახსენდა. მოწევდა 5 სიგარეტს და მერე მოძღვართან გარბოდა მოსანანიებლად. ასე მაინც ნაკლები ცოდვააო . ამის გამკეთებელიც გაიქცა მერე მოსანანიებლად, თუ ამას საერთოდ არ თვლის ცოდვად?

ვიღიმი, რადგან ვიცი, რომ თორნიკე კარგადაა... ნუ, პირობითად. 3 ნაკერი კი დაადეს თურმე თავზე" - წერს ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში.

თორნიკე ბერიძე გუშინ, აქციაზე მომხდარს იხსენებს და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ კარგად არის.

"ერთხმად გაისმოდა ლოცვა მამაო ჩვენო, ჩვენს უკან ორი ახალგაზრდაგოგო განუწყვეტლად თავს აკანტურებდნენ, გაიძახოდნენ "სირცხვილი, სირცხვილი" რიტუალს გავდა...რუხი ატმოსფერო ტრიალებდა, ამ დროს მოხდა რაც მოხდა... ახლა კარგად ვარ, აბა რა მეთქმის ჩემ თვალდათხრილ მეგობრებთან შედარებით. ბრძოლა გრძელდება!

ბნელი სამღვდელოება, ეკლესიის სახელით სიბოროტეს რომ ჩადიხართ, გახარიას მიერ დაქირავებული სადამსჯელო რაზმებს ვიღაც რაინდის ხელმძღვანელობით და დღევანდელო მთავრობავ მოგეკითხებათ ყველაფერი.

აქაც რომ სიმპათიური ვარ. შურმა იძალადა!" - წერს დაშავებული სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42