შსს-ს მაშველებმა დაკარგული პოლონელი ალპინისტის ცხედარი ჩამოასვენეს
სამართალი - 14:11, 08 Oct, 2013     887

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა პოლონელ ალპინისტთა დაკარგული ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ცხედარი მყინვარწვერიდან ჩამოასვენეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში პოლონელი ალპინისტების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების თანამშრომლებმა სამაშველო-საძიებო ოპერაცია იმავე დღეს დაიწყეს. ინტენსიურად მიმდინარეობდა მყინვარწვერისკენ მიმავალი ყველა ალპინისტური მარშრუტისა და საფეხმავლო ბილიკის საჰაერო დათვალიერება. პარალელურად, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი საძიებო ღონისძიებას სრული სამთო აღჭურვილობით ხმელეთიდანაც აწარმოებდა.

მაშველებმა ცხედარი ჯერ კიდევ 26 სექტემბერს ზღვის დონიდან 4300 მეტრზე, დევდორაკის მყინვარსა და მყინვარწვერის პლატოს შორის აღმოაჩინეს, თუმცა მისი ჩამოსვენება ამინდის გაუარესების გამო შეფერხდა. საძიებო ოპერაციაში ჩართული იყო ავიაციაც.

ქართულმა მხარემ ცხედრის აღმოჩენის შესახებ ალპინისტის ოჯახის წევრებს აცნობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42