ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მზად არის წინა მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროოს. აღნიშნულთან დაკავშირებით პატარკაციშვილების ოჯახი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ხელშეკრულების გასაჯაროებისთვის მეორე მხარის თანხმობაცაა საჭირო:
"ჩვენი ოჯახი კვლავ მოექცა საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებას და საქართველოს წინა მთავრობასთან, ჩვენს მიერ 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას. იმისათვის, რომ აღნიშნული შეთანხმება გახდეს საჯარო, საჭიროა ორივე მხარის თანხმობა და შესაბამისად, ჩვენ, ჩვენის მხრივ, ვაცხადებთ მზადყოფნას გავასაჯაროოთ აღნიშნული შეთანხმება", - ნათქვამია პატარკაციშვილების ოჯახის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






