ელენე გედევანიშვილი თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე - ამის შესახებ განცხადება კულტურის ექს-მინისტრმა ნიკა რურუამ გააკეთა.
რურუას თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე უარის თქმით, საქართველოს ეძლევა საშუალება,მსოფლიოს ყურადღება მიიქციოს:
"სოჭის ოლიმპიადაზე უარის თქმით, საქართველოს ეძლევა საშუალება,მსოფლიოს ყურადღება მიიქციოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
რუსეთმა საგანგებოდ შეარჩია მეჩირაღდნედ ის ადამიანი, რომელიც აგვისტოს ომთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამ ღია და თავხედურ გამოწვევას პროტესტით უნდა ვუპასუხოთ.
იქ წასვლით ხაზს გავუსვამთ იმას, რომ რუსეთი თავის ქმედებაში არ იყო მტყუანი, ეს საშიში რამაა. ელენე გედევანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტსმენია, თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე, ის ელოდება მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას", - აცხადებს რურუა.
შენიშვნა: ფოტოს ავტორი - avto Travellers
მასალის გამოყენების პირობები






