თელავში თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:08, 08 Jul, 2019     2408

თელავში თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთი ბრენდული სასტუმრო Holiday inn გაიხსნა. 85 ნომრიანი სასტუმრო თელავის ცენტრში მდებარეობს და სტუმრების მიღება უკვე დაწყებულია.

სასტუმროს ფრანჩაიზის ხელშეკრულება კომპანია "ინტერკონტინენტალ ჰოტელ გრუპს"-თან გაფორმდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 5,000 ზე მეტი სასტუმროთი არის წარმოდგენილი. დაფინანსების სტრუქტურისა და პირობების გაუმჯობესის მიზნით, Holiday inn-ის პროექტი, თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩაერთო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და აგრეთვე სახელმწიფო „უმასპინძლე საქართველოს" დაფინანსების პროგრამებში.

თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორატული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, შეადგენს 650 მილიონ ლარს.

'თიბისის გუნდის აქტიური ჩართულობა პროექტის საწყისი ეტაპიდან და მათი დაგროვილი გამოცდილება ტურიზმის მიმართულებით ძალიან სასარგებლო იყო ჩვენი პროექტის წარმატებულად განხორცილებაში. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს გავაკეთებთ ერთად - აცხადებს სასტუმროს თანადამფუძლებელი ლევან ერისთავი.

'თიბისი ბანკისთვის როგორც რეგიონალური კორპორატიული კლიენტების განვითარება, აგრეთვე ტურიზმის მზარდაჭერა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი გუნდი მოხარულია რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხოციელებაში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ საერთაშორისო ფონდების დაფინანსების მოძიებას, რაც ეხმარება სასტუმროებს დაფინანსების ხარჯების ოპტიმიზაციაში"- აცხადებს ლევან შავკაციშვილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

თიბისი ბანკი აქტიურად განაგრძობს ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42