შსს-ს პრესსამსახური მასწავლებელზე პოლიციელების მხრიდან ზეწოლის ფაქტს არ ადასტურებს
სამართალი - 12:43, 08 Oct, 2013     1241

შსს-ს პრესსამსახური არ ადასტურებს „ზონანიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პოლიციელი მასწავლებელს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი სხვა პოლიციელებთან ერთად მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.

როგორც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიამა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, დავით კაპანაძეზე პოლიციელების მხრიდან ზეწოლა არ მომხდარა და ის 30 სექტემბერს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს, რა დროსაც მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია:

„ეს პიროვნება 30 სექტემბერს გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. როდესაც პოლიციელები ცდილობდნენ მის გადაყვანას შემოწმებაზე, მან გაუწია სამართალდამცველებს წინააღმდეგობა. აღძრულია საქმე ორი მუხლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის 45-ე და 173-ე მუხლებით. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დავით კაპანაძეს  დაუდგინდა ბუპერნორფინისა (ამ ნივთიერებას „სუბოტექსი“ შეიცავს, - რედ.) და მარიხუანას მოხმარების ფაქტი, რის შემდეგაც ის ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს იმავე დღეს.

ამის შემდეგ ამ პიროვნებამ დარეკა პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში და განაცხადა, რომ მას უცნობმა მამაკაცებმა მიაყენეს ფიზიკური  შეუაცხყოფა. ამ საქმეზე გამოძიებამ დაიბარა აღნიშნული პირი და მან ჩვენებაში თქვა, რომ იცრუა და მასზე არავის არ განუხორციელებია ფიზიკური ზეწოლა. მისი თქმით, იყო ნასვამ მდგომარეობაში და არავისთან პრეტენზია არა აქვს.

ეს არის ის, რაც ამ პირმა ჩვენებაში განაცხადა. ჩვენ არ ვადასტურებთ პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტს - ამ ადამიანზე არსებობდა ინფორმაცია, რომ მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს და დაუდგინდა კიდევაც ეს ფაქტი“, - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42