„ზონანიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ სკოლის მასწავლებელს პოლიციელმა ნეკნები ჩაუმტვრია.
"130–ე სკოლის ქორეოგრაფი დავით კაპანაძე, რომელსაც ნეკნები აქვს ჩამტვრეული აცხადებს, რომ ის პოლიციის მაღალ ჩინოსანმა ლაშა ცნობილაძემ სცემა. მიზეზი სკოლის პედაგოგებს შორის არსებული უთანხმოება გახდა, რაც სასწავლო საათების გადანაწილებას უკავშირდება.
დაზარალებულის თქმით შსს მაღალ ჩინოსანი მასთან უთანხმოებაში მყოფი პედაგოგის ვინმე თამაზ ჟორჟოლიანის სიძეა და ფიზიკურად მას სწორედ ჟორჟოლიანის ოჯახის წევრი, რამდენიმე სხვა პირთან ერთად გაუსწორდა. დაზარალებულის განცხადებით ის პოლიციის განყოფილებაშიც ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და მასზე პოლიციელებმა ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს“, - წერს ზონანიუსი და დაზარალებულთან ინტერვიუსაც აქვეყნებს.
შსს-ს პრესსამსახური მომხდარ ფაქტს არ ადასტურებს და მას სიცრუეს უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






