ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში გუშინ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი არასრულწლოვანის ე.წ. „ციხის მაყურებლებთან“ დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მომხდარ ტრაგედიაში სწორედ „მაყურებლების“ ხელი ურევია.
სენაკში, ჩიქობავას ქუჩაზე მცხოვრები ძველაიების ოჯახში ამბობენ, რომ უნდობლობას უცხადებენ ოფიციალურ ვერსიას პატიმრის თვითმკვლელობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ციხეში პატიმრის გარდაცვალების შესახებ გუშინ, საღამოს საათებში გახდა ცნობილი. 16 წლის არასრულწლოვანმა პატიმარმა, ოფიციალური ვერსიით, საკანში ზეწრით ჩამოიხრჩო თავი.
აღსანიშნავია, რომ პატიმარი გოგი ძველაია ქუთაისის ციხეში გარდაცვალებამდე დაახლოებით 24 საათით ადრე შეიყვანეს. ის პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა სიაში იყო და სასჯელაღსრულების დაწესებულება მოკლე ხანში უნდა დაეტოვებინა.
მასალის გამოყენების პირობები






