"მთიდან ოკუპანტი რუსები გადმოგვყურებენ და ჩვენ მსოფლიო კინოს განვიხილავთ..." - რა მოხდა ხურვალეთში
სოც.მედია - 19:57, 05 Jul, 2019     2748

სოციალურ ქსელში თამარა ქაჯაია ხურვალეთში სკოლის ბავშვებთან შეხევდრაზე წერს.

„მინდა დავიწყო მადლობით! არ შემიძლია, ჩემი განცდილი ემოციები არ გაგიზიაროთ! უკვე მერამდენე წელია, პროექტ #კინოსკოლაში ვარ, აღარც კი მახსოვს, რამდენი სკოლა და რეგიონი გამოვიცვალე, რომელ მიუსვლელ სოფელში არ ვყოფილვარ და ვინ არ შემხვედრია, მაგრამ არ ვყოფილვარ ხურვალეთში. ხურვალეთი თბილისიდან ზუსტად 40 წუთის გზაზეა და რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ჩემს ქვეყანაში იმისთვის, რომ სკოლაში მივიდე და ჩვენება გავმართო ერთსაათიანი შემოწმება დამჭირდა, პირადობაც ჩამაბარებინეს, შემამოწმეს, გადამამოწმეს და ბოლოს შემიშვეს. ამიხსნეს, რომ ეს ყველაფერი ჩემივე უსაფრთხოების გამო ხდებოდა, რადგან რუსების მხრიდან ხშირია პროვოკაციები. ქართველი მესაზღვრეები იმდენად გულისხმიერები იყვნენ ( მიუხედავად, იმისა, რომ მაგვიანებდნენ ), არც კი გავბრაზებულვარ. საბოლოოდ, პოლიციის მანქანით მიმაცილეს სკოლამდე, გავმართე ჩვენება (სადაც წარმოუდგენლად მაგარი ბავშვები დამხვდნენ) და წამოვედი.

ეს ყველაფერი იმისთვის ვწერე, რომ მინდა ვუთხრა ამ პროექტს #კინოსკოლაში დიდი მადლობა, რომ ასეთ შესაძლებლობებს მაძლევთ მეც და ხურვალეთის სკოლის ბავშვებსაც. მე ვმართავ ჩვენებებს საგუშაგოს გვერდით, მთიდან ოკუპანტი რუსები გადმოგვყურებენ და ჩვენ მსოფლიო კინოს განვიხილავთ. წარმოუდგენელია იმ ემოციის გადმოცემა, რაც მე მივიღე, ამას ვერცერთი ანაზღაურება ვერ შეედრება. მადლობა #კინოსკოლას და მადლობა თქვენ მეგობრებო, რომ ოდესღაც ეს პროექტი მოიფიქრეთ!“ - წერს ქაჯაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42