ეკონომიკის სამინისტროში საქართველო-პოლონეთს შორის ტურისტული ნაკადების გაზრდისა და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:56, 04 Jul, 2019     2485

ტურისტული ნაკადების გაზრდისა და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა პოლონეთის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩიც ესწრებოდა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

„განვიხილეთ კონკრეტული განვითარების გეგმები, პრიორიტეტი არის სათავგადასავლო, კულტურული, ასევე აგროტურიზმის მიმართულებები, რაშიც პოლონეთს ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს. ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი პარტნიორი, დასავლეთ ევროპული სახელმწიფოები - გერმანია და სკანდინავიის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ტურიზმის კუთხით. შევთანხმდით გამოცდილების გაზიარებაზე, კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე და შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დღეიდან დავიწყებთ გარკვეული შეთანხმებების აღსრულებას" - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ალავიძემ.

მისივე თქმით, ასევე ძალიან საინტერესო იყო სპატურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა პოლონურ მხარესთან. „დიდი იმედი გვაქვს, რომ აქტიური ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ ტურისტული ნაკადები როგორც პოლონეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პოლონეთი ტურიზმის მიმართულებით ტოპ-ათეულში შემავალი ქვეყანაა და ჩვენი მიზანია, რომ მან გადმოინაცვლოს ტოპ- ხუთეულში. „შესაბამისად, შევთანხდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო რეისების სიხშირეების გაზრდაზე. ასევე შევთანხმდით, გავცვალოთ ცოდნა და ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რადგან პოლონეთი, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულებაა" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42