ლევან ყიფიანი: „იქნებ, იმ 14 ათას მეჩირაღდნეში საქართველოს მხარდამჭერიცაა?“
საზოგადოება - 01:05, 08 Oct, 2013     3307

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მიიჩნევს, რომ ის, რაც სოჭის ოლიმპიადასთან მიმართებაში მეჩირაღდნესთან დაკავშირებით მოხდა, პროვოკაციაა და მას ქართული მხარე არ უნდა წამოეგოს. 

ამის შესახებ ყიფიანმა „ტვ3“-ის ეთერში, „დიდი პოლიტიკაში“ სტუმრობის დროს განაცხადა. ამასთან, მინისტრმა 2008 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების ჩართვას მაშინაც აპირებდნენ ავანტურაში, თუმცა, სპორტსმენები ერთად დადგნენ და ეს აქცია ჩაიშალა:

„ჩვენი მოსვლისთანავე განვაცხადეთ, რომ სპორტი არ უნდა გაერიოს პოლიტიკაში ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური ხედვები განსხვავდება. გვახსოვს 2008 წლის პეკინის ოლიმპიადა, გვახსოვს, რომ ოლიმპიური თამაშების დაწყებას დაემთხვა ომის დაწყება და ჩვენს სპორტსმენებს აიძულებდნენ პეკინიდან წამოსვლას, იქ რომ სპორტსმენები არ დამდგარიყვნენ, იქნებოდა სავალალო მდგომარეობა.

ჩვენ მოქალაქეობრივ პოზიციას ვაფიქსირებთ, რეაგირებას გავაკეთებთ. და კიდევ, საქართველომ განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებას უჭერს მხარს, ამიტომ ამ 14 ათასი მეჩირაღდნე ადამიანიდან ვიკითხოთ იქნებ არიან საქართველოს მხარდამჭერები, ეს ცალსახად არის პროვოკაცია.

ოლიმპიურმა კომიტეტმა და აგერ მინისტრი გამოვდივარ, ვაფიქსირებთ ამ პოზიციას, ჩვენი მიზანია ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ და მედალი ავიღოთ, საბოლოო გადაწყვეტილება არაა, მაგრამ დღევადელი პოზიცია რომ დაფიქსირდა, ეს არის პროვოკაცია ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი მეგობრები და გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ვარჩევთ. 

დანაშაულზე ვთქით უარი, ძალით სპორტსმენების ჩათრევა ავანტურაში არის დანაშაული, ამას ადგილი ჰქონდა 2008 წლის 8 აგვისტოს პეკინში. აშშ-ს სენატორმა ბრძანა, რომ ბოიკოტი არ არის ის ხერხი, რომელიც შეიძლება მიღებული იყოს რუსეთის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ლევან ყიფიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42