მომხდართან დაკავშირებით, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მის ინსტაგრამ გვერდზე გამოჩნდა ლექსი, რომელშიც საუბარია ღალატზე:
„ზოგიერთი შეცდომა ღალატად ითვლება. შენ გაქრი და მიღალატე. შენ უღალატე ყველაზე ძივირფასს - ჩემს ნდობას და აჩვენე შენი ნამდვილი ბუნება. შენი ადგილი ჩემთან აღარაა. ჩემთვის უკვე სულერთია იცოცხლებ თუ მოკვდები.“- ნათქვამია ლექსში.
45 წლის ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი - იორდანიის გარდაცვლილი მეფის ჰუსეინ იბნ თალალას შვილი და ახლანდელი მეგის აბდალა II-ის დაა. ის იორდანიაში დაიბადა და ბრიტანეთში სწავლობდა. 2004 წელს ის მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მე-6, უმცროსი ცოლი გახდა. 2007 წელს წყვილს გოგონა, 2012 წელს კი ვაჟი შეეძინა. დუბაის შეიხს ამ შვილების გარდა სხვადასხვა ცოლებთან კიდევ 23 შვილი ჰყავს.
უცხოურ მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცესა ჰაია გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც თავშესაფრის მოთხოვნას აპირებდა, თუმცა გერმანიის ხელისუფლებამ ეს არ დაადასტურა. ბიბისის ინფორმაციით კი პრინცესა ლონდონშია სადაც სასამართლოში გაყრასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრინცესა ჰაიას გაქცევა უკავშირდება დუბაის პრინცესა ლატიფას საქმეს, რომელიც დუბაიდან შარშან გაიქცა, თუმცა ინდოეთის სანაპიროზე დააკავეს და სამშობლოში დააბრუნეს. ჰაიამ ლატიფას საქმის შესახებ ახალი დეტალები შეიტყო და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობდა.
მასალის გამოყენების პირობები






