კორუფცია, ნეპოტიზმი და რუსული ინტერესი საქართველოს რკინიგზაში - ვინ ლობირებს კოკა გუნცაძეს და რა ფაქტებზე საუბრობენ რკინიგზელები
პოლიტიკა - 01:06, 05 Jul, 2019     3232
კორუფცია, ნეპოტიზმი, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, პირადი ინტერესებით ნაკარნახევი საკადრო პოლიტიკა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის ოკუპანტი ქვეყნისთვის შესაძლო გადაცემა - ეს იმ ბრალდებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის მისამართით არსებობს.

თუმცა არაერთი ღია ბრალდების მიუხედავად, პროკურატურა საკითხით ამ დრომდე არ დაინტერესებულა. არსებობს ეჭვი, რომ რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კოკა გუნცაძე იმუნიტეტსა და თანამდებობას ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილისა და მამუკა ბახტაძის ლობირების ხარჯზე ინარჩუნებს.

საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულთა შორის უთანასწორო სახელფასო პოლიტიკაზე და გაზრდილ შტატებზე საუბრობენ რკინიგზელთა პროფკავშირშიც.

ორგანიზაციამ გუშინ მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ რკინიგზაში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულთა ანაზღაურების უთანასწორობის მაჩვენებელი, კატასტროფულად მძიმეა. მაგალითად, საქართველოს რკინიგზის დირექტორს რიგით რკინიგზელზე 40-ჯერ მეტი ხელფასი აქვს.

„ნიუპოსტი“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილეს ილია ლეჟავას ესაუბრა.

"საქართველოს რკინიგზაში სახელფასო გადანაწილებასთან ერთად, ჩვენ პრობლემას ვხედავთ საკადრო პოლიტიკაში, რომელიც ძალიან არასწორია. ვხედავთ, გენერალური დირექტორის 5 თანაშემწეს, 6 მოადგილეს, მრჩევლებს და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რიგი თანამდებობები საერთოდ არ არის საჭირო. ფაქტია, რომ თანამშრომლებს, რომლებზეც რეალურად დგას საქართველოს რკინიგზა, ყოველდღიურად უწევთ მუშაობა, 2013 წლიდან ხელფასები არ მომატებიათ.

ელმავლის მემანქანეები, ლიანდაგის მონტიორები, ელექტრომომარაგების თანამშრომლები ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და ამ ფონზე რომ ვიღაცა 6 მოადგილეს ინიშნავს და 7 თანაშემწე ჰყავს, ეს რა თქმა უნდა უსამართლობაა. ჩვენ კოლექტიურ შრომის დავას ვამზადებთ და დავაყენებთ მოთხოვნას რომ რიგით თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდოთ. სწორედ ამ დავის მზადების დროს გამოვლინდა ეს ფაქტი, რაზეც გუშინ ინფორმაცია გავავრცელეთ - საკადრო პოლიტიკა იმდენად არასწორი აქვს რკინიგზას, რომ ის თანხები, რაც იხარჯება არამიზნობრივად, კარგი იქნებოდა დაიხარჯოს რკინიგზაში დასაქმებულ ადამიანებზე, რომ მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ილია ლეჟავამ.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ასევე სწავლობს საქართველოს რკინიგზის მიერ 64 მილიონის ღირებულების 800-მდე სარკინიგზო ვაგონის რუსულ კომპანიებისთვის შესაძლო გადაცემის საკითხს.

"აღნიშნული ინფორმაცია მასმედიით გავრცელდა. ჩვენი ეკონომისტები და ფინანსისტები სწავლობენ რკინიგზის კონტრაქტებსა და ხელშეკრულებებს, საკადრო პოლიტიკას და ასე შემდეგ. სწავლობენ გადაზიდვების მაჩვენებელს და სწორედ ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უნდა დავადგინოთ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით.

თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოს რკინიგზა არამიზნობრივად ხარჯავს თანხებს და რუსულ კომპანიებს გადასცემს იჯარით ვაგონებს, ამასაც დავადგენთ და რა თქმა უნდა გავასაჯაროებთ. ამ ეტაპზე ვამუშავებთ საშტატო განრიგს, სადაც აშკარად ჩანს, რომ გაბერილი შტატებია, კომპანიაში დასაქმებულები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არანაირი შეხება არ აქვთ რკინიგზასთან. ხელფასს იღებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ დადიან სამსახურში"- განაცხადა ლეჟავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42