მედიკამენტების სასაცილო (სატირალი) ფასები "ავერსში"
ჯანმრთელობა - 14:12, 03 Jul, 2019     5235

"წამლის ერთი ტაბლეტი რომ ლარით მეტი ეღირება, რაზეა საუბარი. მთელი კოლოფი კიარა, 1 ცალი"!

მედიკამენტი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელი და გარდაუვალი საშუალებაა. თუმცა ის, თუ რამდენად ხარისხიანია და რამდენად კარგად მოდის ჩვენამდე, დიდ კითხვის ნიშანს ტოვებს.

ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში ერთ-ერთი მოწინავეა კომპანია „ავერსი“. ის მოიცავს როგორც სააფთიაქო ქსელს, ასევე რამდენიმე კლინიკას და სადაზღვევო კომპანიასაც კი. „ავერსის“ კუთვნილებაშია მედიკამენტების საწარმოც, სადაც დამზადებული წამლები აფთიაქების დახლებზე ხვდება.

პენსიონერები და მედიკამენტებზე მუდმივად დამოკიდებული ადამიანები აღნიშნულ ქსელში წამლების სიძვირეს უჩივიან. იმასაც ამბობენ, რომ მათი შემოსავალი მთლიანად აფთიაქებში რჩება. „ავერსი“ ბაზარზე მაღალი ფასებით გამოირჩევა. მას სხვა აფთიაქებთან შედარებით საკმაოდ მომატებული საფასური აქვთ დაწესებული. ამის გამო უკმაყოფილებას უამრავი მომხმარებელი გამოთქვამს.

„მე პრობლემა, ძირითადად, ფასებზე მაქვს. 1 ტაბლეტი წამალი რომ ლარით მეტი ეღირება, რაზეა საუბარი?! მთელი კოლოფი კიარა – 1 ცალი. ყველაზე ცუდად ავერსშია ამ მხრივ საქმე, რომ ვუყურებ“, - ამბობს მომხმარებელი ქეთევან ჯომიდავა.

საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც „ავერსის“ კლინიკაში მისულ პაციენტს ექიმი მხოლოდ „ავერსის“ ფარმაცევტული საწარმოს წამლებს უნიშნავს და მიუთითებს, რომ მედიკამენტი აუცილებლად ავერსის აფთიაქში შეიძინოს. ასეთ დროს მომხმარებელს არჩევანი არ აქვს და იძულებულია ექიმის დანიშნულება შეასრულოს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ავერსის“ კომპანიები ერთმანეთს „ამუშავებენ“ და სარგებლობენ პაციენტთა მდგომარეობით.

საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო არ ერევა ფარმაციულ ბაზარზე სამკურნალო საშუალებების ფასწარმოქმნისა და რეგულირების პოლიტიკაში. დღემდე დაუდგენელია იმპორტის შემდეგ ან წარმოების შემდეგ რამდენი პროცენტის მომატების უფლება აქვს ფარმაცევტულ კომპანიას. დარგთან დაახლოებული სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ ეს არის მედიკამენტებზე არსებული კატასტროფული ფასის მიზეზი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42