BENTLEY TBILISI 2019 წლის ტესტ-დრაივი კახეთში
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:45, 03 Jul, 2019     3612

28 ივნისს, კახეთში, ბენტლის 2019 წლის რიგით მეორე ტესტ-დრაივი გაიმართა. სტუმრებს განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემოში უმასპინძლა სასტუმრომ „ყვარლის ედემი“.

ტესტ-დრაივზე მოწვეული იყო ბენტლის საავტომობილო ბრენდის მოყვარულები და კომპანიის პარტნიორები ქართული და უცხოური კომპანიებიდან.

2019 წელს ბრენდი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ წლის განმავლობაში თავის ლოიალურ და ერთგულ მომხარებლებს საინტერესო სიახლეებს, განსაკუთრებულ ღონისძიებებს და ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს. ეს საიუბილეო მუხტი საქართველოში „ბენტლი თბილისს“ - ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობას შემოაქვს.

აღნიშნული ღონისძიება - 2019 წლის განმავლობაში ბენტლის საავტომობილო ბრენდის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი იქნება.

სტუმრები შეურთდნენ საუკუნოვანი ბრენდის ზეიმს და ისიამოვნეს ბენტლისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული გარემოთი.

ტესტ-დრაივის მასპინძელი იყო სასტუმრო „ყვარლის ედემი“. რომელიც, კახეთში ჩასულ სტუმრებს ტრადიციული თბილი გარემოთი კიდევ უფრო დიდი კომფორტი შეუქმნა.

„ვისოლი“, რომელიც „ბენტლი თბილისს“ მუდმივი თანამშრომლობის ფარგლებში მხარს უჭერს და წარმოადგენს ბრენდის პარტნიორს საქართველოში, აღნიშნულ ღონისძიებაზეც გამოირჩეოდა და შესთავაზა როგორც დამსწრე სტუმრებს, ისე კომპანიას განსაკუთრებული სახის პარტნიორობას.

შეგახსენებთ: Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

1919 წელს უოლტერ ოუენ ბენტლიმ დააარსა კომპანია, მარტივი მიზნით - შეექმნა «სწრაფი ავტომობილი, კარგი ავტომობილი, საუკეთესო თავის კლასში». მას მერე ეს პრინციპი შეუცვლელი რჩება, რაც ბენტლის ხდის მსოფლიოში წამყვან მწარმოებელს და შტააგონებს ახალ მიღწევებზე.

2019 წლის 10 ივლისს ბენტლის საავტომობილო მარკას უსრულდება 100 წელი. კომპანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავს დღევანდელმსოფლიო ბაზარზე წარმატებას და ამ წარმოუდგენლად დიდ განვლილ გზას, რომელიც მხოლოდ ერთეული მწარმოებლებისთვის არის მიღწევადი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42