დიზაინერი ანუკი არეშიძე გუშინ 30 წლის გახდა. იუბილე ანუკიმ და კახიმ მეგობრების გარემოცვაში წყნეთში, საკუთარი სახლის ეზოში აღნიშნეს.
"ჩემი ზღაპრული დაბადების დღე" - ასე შეაფასა ანუკი არეშიძემ მისი "ლიმონისფერი წვეულება", რომელიც დიზაინერმა ანა პირველმა ციტრუსების დეკორაციებით გააფორმა. თბილისის პირველი ლედის საიუბილეო საღამოზე ანსამბლი "შვიდკაცას" მელოდიები ჟღერდა.
"თუ რამე გამეკეთებია ცხოვრებაში, ყველაფერი თქვენით! თქვენი სიყვარული ატრიალებს ჩემს დედამიწას და ჩემს სამყაროს! მიყვარხართ ძალიან! ვკითხულობ ამდენ წერილებს და ცრემლები მომდის (ასაკიც), არ ვიცი, რითი დავიმსახურე ამხელა დადებითი ენერგია, ამხელა სიყვარული, ამხელა სიკეთე, რასაც თქვენ მე მჩუქნით... ღმერთს ვუყვარვარ, თქვენ რომ მყავხართ! ჩემი უდიდესი სურვილია, ყველას შეგხვდეთ და ჩაგეხუტოთ, მიყვარხართ...
პ.ს. სექტემბერში დავგეგმოთ ერთი დიდი შეხვედრა, სადაც მეც გაჩუქებთ სიყვარულს და ლამაზ რაღაცეებს მაგას მოვიფიქრებ კარგად, მოემზადეთ" - წერს დიზაინერი "ინსტაგრამზე".













მასალის გამოყენების პირობები






