„ტაბულა ტვ“-ს ახალ გადაცემაში „ფოკუსი“, რომელიც დღეს გადიოს ეთერში, ძირითადი ყურადღება „სოჭი-2014“ და ამ სპორტული ღონისძიების საორგანიზაციო დეტალებისადმი საქართველოს დამოკიდებულებას დაეთმობა.
„ფოკუსის“ ანონსში ნათქვამია:
„სოჭი-2014“ ახლოვდება. ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე ოლიმპიური ცეცხლი საზეიმოდ დაანთო, ჩირაღდნის ტარების საპატიო მისია კი რუს მფრინავს ივან ნეჩაევს ერგო - ადამიანს, რომელმაც 2008 წელს საქართველოს დაბომბვისთვის გმირის წოდება მიიღო.
მავთულხლართები დიცსა და დვანში, მეჩირაღდნე, რომელიც საქართველოს ბომბავდა - რას ნიშნავს რუსეთის დემონსტრაციული ქმედებები, როგორ უნდა უპასუხოს მათ საქართველომ? რა შანსები აქვთ ქართველ სპორტსმენებს და რატომ მოითხოვს საზოგადოების ნაწილი ოლიმპიადის ბოიკოტს. საყოველთაო მშვიდობა, როგორც ოლიმპიური ფასეულობა და რუსეთი - ბოიკოტის რა შემთხვევები ახსოვს მსოფლიოს. ქვეყნის სპორტული ინტერესი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება - დებატები სოჭი 2014-ის შესახებ მოისმინეთ „ტაბულას“ ეთერში, საღამოს 10 საათზე, გადაცემაში - „ფოკუსი“.
გადაცემის სტუმრები იქნებიან შოთა ხაბარელი, ზვიად კვაჭანტირაძე, სერგო რატიანი.
მასალის გამოყენების პირობები






