"ისეთი საშინელება ხდება სახლში აირწინაღებით ვმუშაობთ" - თბილისში, ყოფილი ჟურნალისტი უკიდურეს სიღატაკეში, შიმშილით დაიღუპა
სოც.მედია - 15:33, 02 Jul, 2019     22428
ყოფილი ჟურნალისტი ნანა ნადირაძე უკიდურეს სიღატაკეში, შიმშილით დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ აკა სინჯიკაშვილი ავცელებს:

„ბოდიშს ვიხდი, ძალიან მძიმე ამბავია!

გუშინ ნაპოვნი ნანა დეიდას გადარჩენა ვერ მოვახერხეთ და დილას გარდაიცვალა. ქალი რამდენიმე წელი იწვა გაუნძრევლად, პასპორტის და ყველანაირი საბუთის გარეშე და ავადმყოფობით და შიმშილით გარდაიცვალა გესმით? შეუძლებელი გახდა მისი გადარჩენა! სპეციალური სამსახურის გამოძახება დაგვჭირდა რომ უბრალოდ მაცივარში ჩავასვენოთ. აირწინაღებით ვმუშაობთ სახლში, ისეთი საშინელება ხდება. ერთ დროს ცნობილი, გაზეთი "თბილისი"-ს ჟურნალისტი, ქალაქში ცნობილი ლამაზი ქალი - ნანა ნადირაძე რამდენიმე წელი უშუქოდ, უწყლოდ და ერთ კუთხეში მიწოლილი სიკვდილს ელოდებოდა.

ნანა დეიდას დავკრძალავთ ისე, როგორც მას შეეფერებოდა, გავუკეთებთ ყველაფერს, თუკი რამეღაა შესაძლებელი, მაგრამ გული მერევა იმ ქვეყანაზე, სადაც ადამიანი შიმშილით კვდება ნაგავში. გული მერევა ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთს აბრალებენ ამ ქალის სიკვდილს. გული მერევა ყველაზე ვინც პრემიებით სკდება და მის ქალაქში უპატრონობით კვდება ახალგაზრდა ქალი.

ეხლა ნანა დეიდას პროზექტურაში გადავასვენებთ, პანაშვიდსაც გადავუხდით და ღირსეულადაც გავასვენებთ მისი სახლიდან. დაკრძალვა იქნება ზეგ, ხუთშაბათს. ჩვენ აქ ვართ ბიჭები, ნანა დეიდას ჭირისუფლები. მოსვლა თუ გინდათ ვინმეს, ტელეფონზე დამირეკეთ, ინფოში მიწერია. ბოდიში, მეტი აღარაფერი შეგვიძლია.“- წერს აკა შინჯიკაშვილი.

მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალზე სინჯიკაშვილმა ინფორმაცია პირველად გუშინ გაავრცელა:

„ქალი ვიპოვეთ ოქროს უბანში. ასე წევს ასე ნაგვის კუთხეში და ვერ დგება. ვერ ჭამს საჭმელს, რაღაცა სჭირს და მოძრაობა თითქმის არ შეუძლია. ერთი წელია შუქი და წყალი არ აქვს. ძალიან სასწრაფოდ სჭირდება ექიმი და მკურნალობა, თორემ მართლა რამდენიმე დღეც შეიძლება ვერ იცოცხლოს, კი ხედავთ ფოტოზე, რა პირობებშია , რაც შეიძლება სწრაფად მივხედავთ და როგორც შეძლებთ, მოგვეხმარეთ რა, ესე ადამიანს როგორ ვუყუროთ , სასწრაფოდ კარგი ექიმი გვინდა და კლინიკაშია გადასაყვანი, აქ გაჩერება მართლა შეუძლებელია.“- წერდა სინჯიკაშვილი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42