ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებს აკვირდება
საზოგადოება - 18:31, 07 Oct, 2013     1571

საქართველოს მასშტაბით სკოლებში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. დღეს, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნები თბილისის N 123 საჯარო სკოლაში ჩატარდა. 

პირველ ეტაპზე, მოსწავლეებმა აირჩიეს კლასის წარმომადგენლები და საბოლოოდ, ხმის მიცემის საფუძველზე გამოვლინდა მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი. 

არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, საარჩევნო პროცედურა მაქსიმალურად არის მიახლოებული სტანდარტებთან. თითოეულ კლასში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც წარმოდგენილია კომისიის თავმჯდომარით, მდივნითა და წევრით. 

არჩევნებს აკვირდებოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომდგენლები და ,,სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროექტის” კონსულტანტი თამარ მოსიაშვილი.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების, ინტეგრაციისა და ჩართულობის სამსახური თანამშრომლობას უკვე დაკომპელექტებულ თვითმმართველობის გუნდთან გააგრძელებს. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარე სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროექტის მიზანია: 

მოსწავლეთა თვითმართველობების გააქტიურება, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობა. 

მოზარდებში სამოქალაქო საზოგადოების, მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეთა თვითმმართველობის საარჩევნო პროცესის წარმართვაში.

პროექტის შედეგები განზოგადდება, შემუშავდება რეკომენდაციები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საჯარო სკოლებისთვის. 

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება, მასში მონაწილეობას თბილისის 5 სხვადასხვა საჯარო სკოლის 150 მოსწავლე იღებს. 

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საინფორმაციო სამსახური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42