„მე უცნაურად მომეჩვენა, რომ პატარა გოგონას აივანზე ეძინა ხოლმე, როდესაც დედაზე ვეკითხებოდი ის გამუდმებით მპასუხობდა, რომ დედას ეძინა, ეს არ გამკვირვებია, რადგან ქალი ღამით მუშაობდა. ერთხელაც დაამატა, რომ დედას საპირფარეშოში ეძინა. ვითარების გასარკვევად პოლიციას დავურეკეთ.“-განაცხადა მეზობელმა სილვიმ.
პოლიციის მოსვლამდე ორმა მეზობელმა ქალმა. ბავშვი დაარწმუნეს რომ კარი გაეღო:
„საცხოვრებელ სახლში წყალი დაწყდა, გოგობნამ გვითხრა რომ დასალები წყალი არ ქონდა და ასევე მათ პატარა ძაღლსაც წყუროდა და მისთვის არც საკვები აღარ ქონდა.“- განაცხადა სილვიმ.
როდესაც ქალები ბინაში შევიდნენ, იქ საშინელი სუნი დახვდათ. ოთახები არეული იყო, გარშემო ლუდის ქილები და და წამლის აბები ეყარა,
„ბავშვი ხელში ავიყვანე და ჩემთან წამოვიყვანე და პოლიციის მოსვლას დაველოდეთ“- განაცხადა სილვიმ.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლილას დედა სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ნარკოტიკების პრობლემების გამო. ლილა და დედამისი აღნიშნულ სოციალურ საერთო საცხოვრებელში რამდენიმე თვის წინ გადმოვიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






