"ჩვენ ტრადიციებში არაა, ჩვენი ხალხის მიმართ უხეშობისა და მუქარების „გადაყლაპვა“- კარასინის მორიგი მუქარა საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებების წინ
პოზიცია - 13:27, 02 Jul, 2019     12722
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე kommersant.ru-სთან ინტერვიუში მოსკოვი-თბილისის დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა და საქართველოს მისამართით მორიგი მუქარები გააჟღერა.


„ჩემითვის მტკივნეულია გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლის რადიკალებმა შეძლებს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ანტირუსულ მხარეზე შემობრუნება. შედეგად დარტყმის ქვეშ მოექცა, ყველაფერი დადებითი რისი მიღწევაც შესაძლებელი გახდა 2012 წლიდან. ახალი ატმოსფერო იწყებდა მუშაობას ჩვენი ხალხის სასარგებლოდ და უკვე მოჰქონდა შედეგები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არამყარია და შესაძლოა დაუფიქრებლად განადგურდეს ბრბოს მიე, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლო და უხეში განცხადებების ფონზე. ენმ-სთან დაახლოებულმა რადიკალებმა, ადვილად შეძლეს სიტუაციის დაპირისპირებისა და მტრობის ჩიხში შეყვანა. მე დარწმუნებული ვარ რომ თბილისში ამას უკვე კარგად მიხვდნენ.

თბილისში როგორც ჩანს დაავიწყდათ, რომ რუსეთს თავისი წარმოდგენა აქვს ღირსებასა და პატივზე. ჩვენ ტრადიციებში არაა ჩვენი ხალხის მიმართ უხეშობისა და მუქარების „გადაყლაპვა“. ჩვენ იძულებულები ვართ წინასწარ გავთვალოთ რისკები და დავბლოკოთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ მიახვედრა ისინი, ვისაც ცინიკურად სურდა პოლიტიკურ თამაშებში ქულების მოპოვება, ანტირუსული რიტორიკისა და მუწარების ხარჯზე. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობისთვის, ჩვენ ხალხებს ეყოფათ მოთმინება და საღი აზრი, რომ ხელი შეუწყონ კონსტრუქციულ მიდგომებს.“- განაცხადა კარასინმა.

კარასინი რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გატარებულ სანქციებს ადეკვატურ პასუხად მიიჩნევს:

„მომხდარის დეტალები შესაძლოა დიდხანს ვარჩიოთ. მთავარია, რომ პროვოკატორებმა და ადამიანებმა, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი რუსეთის მიმართ, შეძლეს დემონსტრაციების ანტირუსული დღის წესრიგით წაყვანა. ამას მოჰყვა იმ პოლიტიკოსების არასერიოზული განცხადებები, რომლებიც აქამდე მეტ-ნაკლებად პასუხისმგებლიანები ჩანდნენ. ეს აბსოლუტურად ადეკვატური რეაქციაა. დიახ, ის მკაცრია, მაგრამ სხვაგვარად არ შეიძლება. რადგან საქმე ეხება ასეულობით ათას რუს ტურისტს, ჩვენ არ შეგვილია ისინი სხვადასხვა ხულიგნური გამოვლინებების რისკში ჩავაგდოთ, მითუმეტეს, რომ ამ მტრულ დამოკიდებულებას გარკვეული პოლიტიკური ძალები აღვივებენ.“- აღნიშნა კარასინმა.

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების განხილვა მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო დროის მოვლენების გამო ეს საკითხი გადაიდო. კარასინის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჟენების მოლაპარაკებების ფორმატი რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხების განხილვისთვის არაა შექმნილი, ამ თემის განხილვას გარკვეული დრო მაინც დაეთმობა:

„ჟენევის შეხვედრები კონკრეტულად ეძღვნება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს ურთიერტობას. იქ არ განიხილება რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მაგრამ რადგანაც იქ იქნებიან საქართველოს წარმომადგებლები ჩვენ რა თქმა უნდა ამ თემას რაღაც დროს მაინც დავუთმობთ.“- აღნიშნა კარასინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42